Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დანიური კინოს საღამო

მაისი 22, 2019 / 18:00

22 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D502 აუდიტორიაში გაიმართება დანიური კინოს საღამო. ნაჩვენები იქნება ფილმი „სამეფო რომანი“ (2012), რომელიც ეხება დანიის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდს. სამეფო რომანის ისტორიასთან ერთად ფილმში ვეცნობით განმანათლებლობის, იდეალიზმის, ძველი და ახალი დროის იდეების დაპირისპირების ისტორიას. ფილმს მიღებული აქვს ორი ვერცხლის დათვი ბერლინის 62-ე კინოფესტივალზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოცენტი კენეთ რაინეკე ჰანსენი.

სურათი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე.

დისკუსიის სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: D502 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 22, 2019
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: