3 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საერთაშორისო ვორქშოფი „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“. ვორქშოფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კენტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ტარდება. სადისკუსიოდ მოწვეულნი არიან მკვლევრები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროდან, ქართული და ევროპული უნივერსიტეტებიდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო; კენტის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; რურის უნივერსიტეტი, ბოხუმი, გერმანია; […]
3 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში კომპანია “WORCO” წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას კომპანიისა და დასაქმების პირობების შესახებ. WORCO პირველი ქართული საქმიანი ქსელია, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, დასაქმებულებს, დასაქმების მსურველებს ან უბრალოდ საქმიანი ქსელის მოყვარულებს. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო […]
3 ივნისს, 17:00 საათზე, E206 აუდიტორიაში ლუმიერის უნივერსიტეტის ლიონი-2 (საფრანგეთი) ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომელთა მასპინძელია დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტი, წაიკითხავენ მოხსენებებს. „აუტიზმი: ინტერდისციპლინარული საჭიროება და ტრანსდისციპლინარული პერსპექტივა“ პროფესორი ერიკ ჟაკე განიხილავს აუტიზმისადმი განსხვავებულ მიდგომებს (ნეირო-კოგნიტური, გენეტიკური, ფსიქოდინამიკური, სხვ.), მათ წარმომავლობასა და შედარებით ანალიზს. „აუტიზმისადმი კლინიკური მიდგომა: თერაპიული მედიაცია და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებზე ზრუნვის კლინიკური […]
3 ივნისს, 17:00 საათზე, ისტორიკოსი გერგელი რომსიკსი (უნგრეთი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „გამოვლენილი ბზარები: პირველი მსოფლიო ომის შესახებ წინააღმდეგობრივ მეხსიერებათა კანონიკა ევროპაში“. უკვე ათეული წელია, რაც ფორმირების პროცესში მყოფი ევროპული მეხსიერების კულტურის ორი ბირთვის – ჰოლოკოსტისა და პოსტკომუნისტური მნემონური პრაქტიკების – ოპოზიციამ ინტენსიური დისკუსიის საგნად მეხსიერება და მემორალიზაცია აქცია როგორც […]
4 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი […]
4 ივნისს, სამშაბათს, 13.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“. დისკუსია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით ორგანიზებული საერთაშორისო ვორქშოფის ფარგლებში. მასში მონაწილეობენ: კენტის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთი, პროფესორი დევიდ აიერსი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიგა […]
ქართულ საზოგადოებაში, მის კულტურულ და სახელოვნებო ნაწილში, ათწლეულებია ისმის აზრი, რომ ეროვნული კინემატოგრაფი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში, უპირველესად, ახალი ქართული ფილმების ხარისხს გულისხმობენ და მთავარი კრიტიკაც სწორედ კინოშემქნელებზე მოდის; ჩვენი პროექტის მიზანია არსებული პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში იქნეს განხილული და დაისვას კონკრეტული კითხვები: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია? სწავლების […]
4-5 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე: საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესავალი კურსი ინვესტიციების ცნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ცნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის ისტორია საინვესტიციო არბიტრაჟის სისტემა – მიმოხილვა საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სამართლებრივი რეჟიმი და იურისდიქცია ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება საინვესტიციო […]
2019 წლის 15-20 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის აბასთუმნის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო პლენერი (სახელოვნებო საზაფხულო სკოლა). პლენერში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მინიმუმ 10 ჩანახატი (ფანქარი, ტუში, ნახშირი, სანგინა და სხვა) და ერთი ფერწერული ნამუშევარი (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი). კომისია შეაფასებს სხვადასხვა მასალის (გრაფიკული […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიჯვოტერსის უნივერსიტეტის პროფესორი პოლინა საბინინი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება". ლექცია გაგრძელდება სამუშაო შეხვედრით თემაზე: ,,ლოგიკური, მათემატიკური და სივრცითი აზროვნების განვითარება სამაგიდო თამაშების გამოყენებით". ღონისძიება დასრულდება 19:30 საათზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. დრო: 5 ივნისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, -1 სართული, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
5 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ქართული ჩაის ბრენდის, „გურიელის“, გენერალური დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის, საჯარო ლექციაზე: „გურიელი“ – ბრენდის შექმნა და განვითარება. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 5 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/AmaCFY8qtGVLh2oU7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. […]
5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდის, მკვლევრების – გვანცა ჯიქიას, ნათია სვანიძისა და თორნიკე გერლიანის – წიგნის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ მეორე გადამუშავებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. ნაშრომი აღწერს საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას 1995-დან 2018 წლის ჩათვლით. ის პირველი დოკუმენტია, რომელიც სისტემურად […]
6 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“. თემის მოკლე აღწერა სახეობების გადაშენება მიმდინარეობს ჩვენს საუკუნეშიც, 21-ე საუკუნეში უკვე გადაშენდა რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა: მდინარე იანძის დელფინი, პირენეული იბექსი, ველურ ბუნებაში გადაშენებული აღმოჩნდა სუმატრული მარტორქა და ხმალრქიანი ორიქსი, გადაშენების პირასაა ადაქსი. საქართველოშიც […]
6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ფარგლებში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორის, გიორგი მელაძის საჯარო ლექცია. პროექტი „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის […]
6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ჯონათან ფრენზენის რომანის „შესწორებები“ პრეზენტაციაზე. წიგნი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა და მას გამომცემელი ლუკა გრიგოლია და მთარგმნელი გურამ ღონღაძე წარადგენენ. წიგნის შესახებ ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული […]
ხუთშაბათს, 6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში, სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress”, წარმოგიდგენთ მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის ფილმს, „სინათლე წყვდიადის შემდეგ“. ფილმს მიღებული აქვს საუკეთესო რეჟისურის პრიზი კანის კინოფესტივალზე. ფილმის ლოგ ლაინი: ხუანი და ნატალია მექსიკის მთებში მშვიდ ცხოვრებას გადაწყვეტენ. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: კარლოს რეიგადასი წელი: 2012 ხანგრძლივობა: 1 საათი, 55 წუთი გახმოვანება: ორიგინალი, […]
26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა) ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში. წესები და პირობები: სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს; ოლიმპიადის მონაწილეები ჩააბარებენ 3-საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია; კონკურსის ჟიურიში მონაწილეობას […]
7 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექცია/სემინარზე: „აკადემიური ჟურნალები, ციტირების ინდექსი და აქტიური აკადემიური პროფილის მართვა“. სემინარს გაუძღვება დოქტორი არჩილ ჩოჩია, პოლონელი მეცნიერის, ორგზის ნობელის ლაურეატ მარი სკლადოვსკა-კიურის მკვლევარი (ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი). სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. მომხსენებლის შესახებ დოქტორი არჩილ ჩოჩია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ტალტექი) […]
7 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფ. პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,კულტი და რიტუალი უახლესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მონაცემების შუქზე“. დრო: 7 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
7 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცხრამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
8 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ასოციაცია „მწვანე სახლი“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით გამართავს საჯარო ლექციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე. თემები: მამის კონცეპტი ფროიდთან და ჟაკ ლაკანთან: მამის სახელი და მამის ფუნქცია ლაკანის მიხედვით“ მომხსენებელი – ოლივიე დუვილი ოიდიპოსის სამი დრო-ოიდიპოსის კომპლექსი […]