Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“

ივნისი 4, 2019 / 13:00

4 ივნისს, სამშაბათს, 13.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“.

დისკუსია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით ორგანიზებული საერთაშორისო ვორქშოფის ფარგლებში.

მასში მონაწილეობენ: კენტის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთი, პროფესორი დევიდ აიერსი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიგა ზედანია, ნინო დობორჯგინიძე, გია ნოდია, ოლივერ რაისნერი, სერგო რატიანი, ლევან ცაგარელი, ტიმოთი ბლაუველთი; რურის უნივერსიტეტის, ბოხუმი, გერმანია, პროფესორი მირია ლეკე; საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისი, პროფესორი თინათინ ბოჭორიშვილი.

მოდერატორი: ბელა წიფურია.

დისკუსიის ფარგლებში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან დასმული იქნება შეკითხვები საუნივერსიტეტი სისტემის სოციალური/სოციოკულტურული როლის შესახებ საქართველოში: როგორ უნდა შევაფასოთ საუნივერსიტეტო განათლების  მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის შედეგები ისეთ ზოგად მიზნებთან მიმართებაში, როგორებიცაა: თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის ღირებულებების ერთგულება საზოგადოებაში; სტაბილური და პროგრესზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბება ქვეყანაში.

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 4 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 4, 2019
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: