Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტური ოლიმპიადა 2019 – ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში

ივნისი 7, 2019 / 11:21

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა) ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში.

წესები და პირობები:

  • სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;
  • ოლიმპიადის მონაწილეები ჩააბარებენ 3-საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია; კონკურსის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებს CIMA ევრაზიის დირექტორი.

გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია სტაჟირება საუკეთესო ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში. ასევე გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები:

I ადგილი: 1000 ლარი

I I ადგილი: 700 ლარი

I I I ადგილი: 500 ლარი

I V – VII ადგილები: 300-300 ლარი

VIII – X ადგილები: 200-200 ლარი

100 საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა სპეციალური სამახსოვრო წიგნი „ააფის“ კითხვა-პასუხის კრებული ბუღალტერიაში.

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე: ოლიმპიადა

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 7, 2019
Time:
11:21
Event Category:
Event Tags: