Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლუმიერის უნივერსიტეტის პროფესორთა მოხსენებები აუტიზმის შესახებ

ივნისი 3, 2019 / 17:00

3 ივნისს, 17:00 საათზე, E206 აუდიტორიაში ლუმიერის უნივერსიტეტის ლიონი-2 (საფრანგეთი) ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომელთა მასპინძელია დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტი, წაიკითხავენ მოხსენებებს.

  • „აუტიზმი: ინტერდისციპლინარული საჭიროება და ტრანსდისციპლინარული პერსპექტივა“

პროფესორი ერიკ ჟაკე განიხილავს აუტიზმისადმი განსხვავებულ მიდგომებს (ნეირო-კოგნიტური, გენეტიკური, ფსიქოდინამიკური, სხვ.), მათ წარმომავლობასა და შედარებით ანალიზს.

  • „აუტიზმისადმი კლინიკური მიდგომა: თერაპიული მედიაცია და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებზე ზრუნვის კლინიკური შეფასება“

პროფესორი ან ბრენი ისაუბრებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის შემუშავებულ თერაპიის სხვადასხვა მეთოდსა (ფერწერული, მუსიკალური, სხვ.) და გავრცელებული მეთოდების კლინიკური შეფასების სხვადასხვა მოდელზე.

 

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 3 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E206 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 3, 2019
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: