Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნინო დობორჯგინიძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ოზურგეთი, 15 ივნისი

მაისი 29, 2019 / 13:46

15 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ნინო დობორჯგინიძის შესახებ

ნინო დობორჯგინიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. 2017 წლიდან არის რექტორის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით. ნინო დობორჯგინიძე ამავდროულად ხელმძღვანელობს ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტს.

დრო: 13:00 საათი, 15 ივნისი

ადგილმდებარეობა: ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 29, 2019
Time:
13:46
Event Category:
Event Tags: