11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი […]
11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კიკვიძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში“. ანგარიში ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში 2012 წლიდან მიმდინარე საერთაშორისო კვლევითი პროექტის შედეგებს. ეთნობოტანიკური ანუ ხალხური ცოდნა მცენარეების შესახებ ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი კომპონენტია, ხოლო ამ ტრადიციული ცოდნის მეცნიერული დოკუმენტირება და ანალიზი - თანამედროვე ეთნობოტანიკის […]
11 დეკემბერს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს პიესის „სიცილიური ლიმონების“ (“Lumie di Sicilia”) მიხედვით. წარმოდგენა ეძღვნება მწერლის დაბადებიდან 150-ე წლისთავს. საღამოს დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე და სხვა სტუმრები. სპექტაკლში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები […]
27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA". პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. 11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა […]
12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად გიწვევთ რუსუდან ღვინეფაძის ახალი თარგმანების (ფრანც კაფკას რომანი „ამერიკა“და სხვ.)პრეზენტაციაზე. დრო: 12 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. 18:30 საათზე პროფესორი ოთარ აბდალაძე წარადგენს ანგარიშს „ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები". მოხსენებაში განხილულია ცენტრალური კავკასიონის სუბნივალურ და ნივალურ სარტყლებში ჭურჭლოვან მცენარეთა სახეობებისგან შემდგარი მცენარეული მიკროთანასაზოგადოებების მრავალფეროვნება, სტრუქტურა, სივრცული განაწილების (ჰიფსომეტრული და ექსპოზიციური) კანონზომიერებანი, ნანოჰაბიტატების პრეფერენციისა და მცენარეთაშორისი პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთობების […]
12 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: „ბაკულას ღორები“ თბილისის ურბანულ გარემოში, გალაკტიონ ხოზოლიანი და შურისძიების თემა ქართულ ლიტერატურაში, ბიბლიური (ძველი აღთქმის) სცენები „სამანიშვილის დედინაცვალში“. დრო: 12 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის […]
13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი დავით გვარჯალაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაციის თერმოდინამიკა“. კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაცია (QPA) წარმოადგენს დნმ-ის ამპლიფიკაციის მეთოდს ეფექტური და მარტივი დეტექციით. ეს მეთოდი დაფუძნებულია GGGTGGGTGGGTGGG (G3T) დნმ-კვადრუპლექსზე, რომელსაც სპეციფიკური კათიონების თანაობისას ახასიათებს მაღალი თერმული სტაბილურობა. QPA იყენებს პრაიმერს, რომელიც G3T-ის წაკვეთილი ვერსიაა და შეუძლია თავისთავად […]
13 დეკემბერს, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ორ ანგარიშს. მკვლევარი ლუკა მეგრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეიტრინოს მასათა გენერაცია“. სტანდარტული მოდელი წარმოადგენს XX საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. იგი ფაქიზად არის შემოწმებული არაერთი ექსპერიმენტით, მაგრამ არსებობს მრავალი ღია საკითხი, რომელთაც ის უპასუხოდ ტოვებს. მათ შორის არის ნეიტრინის მასათა წარმოქმნის […]
13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ მილან კუნდერას რომანის „უკვდავება“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. […]
13 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. 19:00 საათზე პროფესორი რევაზ სოლომონია წაიკითხავს მოხსენებას „მიო-ინიზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა“. მოხსენებაში განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების გრძელვადიანი ეფექტები ქცევით კონვულსიებსა და მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებზე კაინის მჟავათი გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის შემდეგ. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მონაცემები მიო-ინოზიტოლის მოკლევადიანი მოქმედების მექანიზმების შესახებ ეპილეფსიის იმავე მოდელზე. 19:30 […]
27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA". პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. 11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა […]
14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თეა გოდოლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს მიწისძვრის მონიტორინგის კუთხით საქართველოში არსებული სეისმური ქსელის განახლებაზე, ასევე მიწისძვრის დროს სწრაფი რეაგირებისათვის პროგრამული სისტემების დახვეწისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ტრენინგის შესახებ. დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E […]
14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „ქართულ-ირანული ურთიერთობები“. ეირანის ისტორიულ რაიონში, დულაბში, მდებარე ქრისტიანული სასაფლაოებისკომპლექსში არსებობს მნიშვნელოვანი ქართული სეგმენტი, სადაც დაკრძალულია რამდენიმე ათეული ქართველი. ზოგი მათგანის ქვა დიდი ოსტატობითაა შესრულებული და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასაფლაოზე მდებარეობს ქართული ეკლესიის ანალოგიით შექმნილი […]
14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევრები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. მკვლევარი ალექსანდრე თევზაძე წაიკითხავს მოხსენებას „კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე“. კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას. მიჩნეულია, რომ მაგნიტური ველების წარმოშობის ასახსნელად აუცილებელია მცირე „ჩანასახოვანი“ საწყისი ველები და სწორედ ამ ველების გენერაცია […]
14 დეკემბერს,19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული K-ფუნქტორების შესახებ“. ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრულ K-ფუნქტორებზე აგებულია გროტენდიკის ფუნქტორზე მოდულის სტრუქტურა. მიღებული შედეგები გამოყენებულია ჯვარედინ ჯგუფურ რგოლებზე სასრულწარმომქმნელიანი პროექციული მოდულების შესასწავლად. მათი გამოყენებით ასევე მტკიცდება, რომ გარკვეულ […]
15 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი – 2017, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ილიაუნის სტუდენტური კლუბები და ცალკეული სამსახურები. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. დაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას ილიაუნის ცალკეულ სამსახურებსა და ფორუმზე წარმოდგენილ კლუბებთან. 2016-2017 სასწავლო წელს მოქმედი კლუბები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის […]
15 დეკემბერს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კრის გრანტი გამართავს ლექციას თემაზე: „ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“. ლექციაზე საუბარი იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევას, ასევე გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, როგორ გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკურ კულტურაზე ტრამპის პრეზიდენტობისას მომხდარი ცვლილებები. მომხსენებელი კრის გრანტი გახლავთ მერსერის […]
15 დეკემბერს,18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი წაიკითხავს მოხსენებას „აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში“. ნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის მექანიზმების დადგენაა. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ე.წ. „კამინის ეფექტი“, რომელიც აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის […]
15 დეკემბერს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „უთანხმოების ეპისტემოლოგია“. უთანხმოების ეპისტემოლოგია ახალი და დინამიკური მიმართულებაა ანალიზურ ფილოსოფიაში, რომლის ცენტრში არის კითხვები უთანხმოების ეპისტემოლოგიური ღირებულების შესახებ: რამდენად რაციონალურია კონტროვერსიულ საკითხებზე მყარი პოზიციის დაჭერა? როგორ გავლენას უნდა ახდენდეს უთანხმოება რაციონალური აგენტის რწმენით სისტემაზე? არის თუ არა უთანხმოების ფაქტი […]
15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მერვე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ […]
15 დეკემბერს,19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“. წინარწმენას მრავალფეროვანი ბუნება აქვს – ის დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ ვის აქვს ეს წინარწმენა, არამედ იმაზეც, ადამიანი ვის მიმართ განიცდის წინარწმენას. ეს ფართო პოსტულატი გავამდიდრეთ ჩვენ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევებით 528 და 611 სტუდენტიან […]
15, 16 და 17 დეკემბერს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონის მეორე პრემიერას ითამაშებს. „სიმართლე“ თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესაა, რომელიც სპეციალურად ილიაუნის თეატრისათვის შორენა ციცაგმა თარგმნა. არაერთი თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები საქართველოში პირველად ითარგმნა და დაიდგა. სპექტაკლზე რეჟისორმა ნინო ბურდულმა იმუშავა მსახიობებთან – ანა მატუაშვილთან, ანა ნიკოლაშვილთან, ჯანო […]