
13 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს.
მოხსენებაში განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების გრძელვადიანი ეფექტები ქცევით კონვულსიებსა და მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებზე კაინის მჟავათი გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის შემდეგ. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მონაცემები მიო-ინოზიტოლის მოკლევადიანი მოქმედების მექანიზმების შესახებ ეპილეფსიის იმავე მოდელზე.
Ras-ი უჯრედში არსებული ერთ-ერთი ონკოგენის ცილოვან პროდუქტს წარმოადგენს და მისი არაკონტროლირებადი აქტივაცია მრავალი ტიპის სიმსივნურ დაავადებას იწვევს. ამ დროს ტრანსფორმირებული ქსოვილი განიცდის ჟანგბადის დეფიციტს, რის მიმართაც კიბოს უჯრედები ადაპტირდებიან. ჩვენი მონაცემების თანახმად, ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, ჰიპოქსია სიმსივნურ უჯრედებში იწვევს Ras-ის მოლეკულის შეუქცევად ცვლილებებს, რაც ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას.
დრო: 13 დეკემბერი, 19:00-20.00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]