ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA". პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები […]

ავსტრიული კულტურის ცენტრში: რუსუდან ღვინეფაძის თარგმანების პრეზენტაცია

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად გიწვევთ რუსუდან ღვინეფაძის ახალი თარგმანების (ფრანც კაფკას რომანი „ამერიკა“და სხვ.)პრეზენტაციაზე. დრო: 12 დეკემბერი, […]

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

12 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. 18:30 საათზე პროფესორი ოთარ აბდალაძე წარადგენს ანგარიშს „ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები". მოხსენებაში განხილულია ცენტრალური კავკასიონის სუბნივალურ […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“

12 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: „ბაკულას ღორები“ […]