BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T163000
DTSTAMP:20260508T065039
CREATED:20171208T131824Z
LAST-MODIFIED:20240202T055532Z
UID:10002036-1513096200-1513096200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული
DESCRIPTION:27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”. \nპროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ\, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. \n11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება\, მათ შორისაა: Cannes Lions\, Eurobest\, London international awards… ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი\, ვებმობაილ დეველოპმენტი\, ხელოვნური ინტელექტი\, ციფრული მედია. \nკვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდება 12 დეკემბერს\, სამშაბათს; ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ლეფსვერიძე ისაუბრებს „ლივინგსტონის ფილოსოფიაზე“\, მიღწევებსა და განხორციელებულ კამპანიებზე; \nდრო: 12 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nLeavingston-ის განხორციელებული პროექტები: \n\nOld Irish ვირუსული ვიდეო\nლუდი 34-ის ინტერნეტ კამპანია\nმფრინავი ჰამაკის კამპანია „ნატახტარი ლაითისთვის“\nიკანოს ვიდეორგოლი\nზაზუნების ინტერნეტსერიები\n\nმეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD \nპროექტის პარტნიორია Hegemon \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-leavingstone-is-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43053.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T180000
DTSTAMP:20260508T065040
CREATED:20171206T111722Z
LAST-MODIFIED:20240202T055529Z
UID:10002035-1513101600-1513101600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული კულტურის ცენტრში: რუსუდან ღვინეფაძის თარგმანების პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად გიწვევთ რუსუდან ღვინეფაძის ახალი თარგმანების (ფრანც კაფკას რომანი „ამერიკა“და სხვ.)პრეზენტაციაზე. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია\, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-kulturis-tsentrshi-rusudan-ghvinephadzis-thargmanebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43039.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T183000
DTSTAMP:20260508T065040
CREATED:20171208T133857Z
LAST-MODIFIED:20240202T055526Z
UID:10002034-1513103400-1513103400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:12 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\n18:30 საათზე პროფესორი ოთარ აბდალაძე წარადგენს ანგარიშს „ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები”.\nმოხსენებაში განხილულია ცენტრალური კავკასიონის სუბნივალურ და ნივალურ სარტყლებში ჭურჭლოვან მცენარეთა სახეობებისგან შემდგარი მცენარეული მიკროთანასაზოგადოებების მრავალფეროვნება\, სტრუქტურა\, სივრცული განაწილების (ჰიფსომეტრული და ექსპოზიციური) კანონზომიერებანი\, ნანოჰაბიტატების პრეფერენციისა და მცენარეთაშორისი პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთობების საკითხები\, მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგიის ზოგიერთი ასპექტი (ტემპერატურის რეჟიმი)\, გამოვლენილია კლიმატის გლობალური ცვლილების მიმართ შედარებით სენსიტიური და რეზისტენტული სახეობები და გაანალიზებულია სუბნივალურ-ნივალური მცენარეულობის ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ტენდენციები.\n19:00 საათზე პროფესორი ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა\, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში”.\nსაქართველოში გამოვლინდა მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციის  გაცილებით მაღალი მაჩვენებელი\, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე აქამდე განხორციელებული კვლევების მიხედვით იყო ცნობილი. როგორ გამომჟღავნდა გენთა მიმოცვლა მგლისა და ძაღლის პოპულაციებს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა მგლის პოპულაციის სტრუქტურაზე? ხდება თუ არა ჰიბრიდიზაცია ძაღლებსა და სხვა ძაღლისებრის\, ტურას შორის? როგორია ტურის პოპულაციური სტრუქტურა საქართველოში და რამდენად განსხვავდება იგი სიმპატრული მგლის პოპულაციური სტრუქტურისგან? რა ინფორმაცია შეიძლება ამოვიკითხოთ გენებიდან პოპულაციების გავრცელებაზე წარსულში და თანამედროვე გავრცელების მიმართულებაზე?\n19:30 საათზე პროფესორი დავით თარხნიშვილი წარადგენს ორ ანგარიშს: „სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება – კლდის ხვლიკების ფენომენი“ და „ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან”.\n„სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება – კლდის ხვლიკების ფენომენი”  – კავკასიის კლდის ხვლიკები (Darevskia) უნიკალური ჯგუფია: არც ერთ არატროპიკულ ხერხემლიანს არ ახასიათებს ასეთი სახეობრივი მრავალფეროვნება მცირე გეოგრაფიულ სივრცეში. მათ შორისაა უსქესო სახეობები\, რომლებიც წარმოიქმნა 7-9 მილიონი წლის წინათ დაშორებულ სახეობებს შორის ჰიბრიდიზაციის შედეგად. აქამდე ითვლებოდა\, რომ ასეთი უსქესო ფორმები ევოლუციის „ბრმა შტოს” წარმოადგენენ და მათ არ გააჩნიათ ევოლუციური პერსპექტივა. ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევამ გამოავლინა\, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. უსქესო ჰიბრიდული ფორმების სქესობრივ სახეობებთან ბექქრისის შედეგად წარმოიქმნება ახალი უსქესო „სახეობები”\, რომლებიც იქამდე აუთვისებელ ეკოლოგიურ ნიშებს იკავებენ.\n„ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან” – კავკასიის მოსახლეობის გენეტიკა მკვლევართა ყურადღების ცენტრშია. გენეტიკოსები ძირითადად იკვლევენ\, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფები. ჩვენს ლაბორატორიაში ადამიანის გენეტიკის კვლევა 2013 წლიდან მიმდინარეობს. სამ სტატიაში\, რომელთაგან ბოლო 2017 წელს გამოვიდა\, ნაჩვენებია\, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ იოლოდ იცვლებოდა ეთნიკური და ლინგვისტური საზღვრები\, ამავდროულად\, მოსახლეობის გენეტიკური სურათი თითქმის უცვლელი რჩებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ადამიანის პოპულაციების გენეტიკური ასიმილაციის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი დღესაც რთული მთიანი ლანდშაფტი და გამყინვარებისდროინდელი იზოლაციის სურათია და არა გვიანდელი გადასახლებები და ეთნოგენეზი. ეს განსაკუთრებით დიდი კავკასიონის მთებს ეხება. ბოლო წლის განმავლობაში ცალკეული გენეტიკური მერკერებიდან ჩვენ მთლიანი გენომის შესწავლაზე გადავედით და წინასწარი შედეგები ძირითადად ემთხვევა უკვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.\n\n\n\nდრო: 12 დეკემბერი\, 18:30-20:00 საათი; \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ekologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43055.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T190000
DTSTAMP:20260508T065040
CREATED:20171211T112419Z
LAST-MODIFIED:20240202T055523Z
UID:10002033-1513105200-1513105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: „ბაკულას ღორები“ თბილისის ურბანულ გარემოში\, გალაკტიონ ხოზოლიანი და შურისძიების თემა ქართულ ლიტერატურაში\, ბიბლიური (ძველი აღთქმის) სცენები „სამანიშვილის დედინაცვალში“. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-davith-kldiashvilis-samqharo-da-thanamedrove-qarthuli-sazogadoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42631.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR