Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

დეკემბერი 13, 2017 / 18:00

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი დავით გვარჯალაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაციის თერმოდინამიკა“.

კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაცია (QPA) წარმოადგენს დნმ-ის ამპლიფიკაციის მეთოდს ეფექტური და მარტივი დეტექციით. ეს მეთოდი დაფუძნებულია GGGTGGGTGGGTGGG (G3T) დნმ-კვადრუპლექსზე, რომელსაც სპეციფიკური კათიონების თანაობისას ახასიათებს მაღალი თერმული სტაბილურობა. QPA იყენებს პრაიმერს, რომელიც G3T-ის წაკვეთილი ვერსიაა და შეუძლია თავისთავად დაიკეცოს მონომოლეკულურ კვადრუპლექსად, დნმ-პოლიმერაზას მიერ ელონგაციის შემდეგ, ტემპერატურული ცვლილების გარეშე. კვადრუპლექსის დეტექციისათვის გამოყენებულ იქნა G3T კომბინირებული, ფლუორესცენციული მოლეკულით მეოთხე პოზიციაში, რომელიც იწყებს ფლუორესცენციას კვადრუპლექსის ფორმირებისას; რაც მარტივი და ეფექტური რაოდენობრივი განსაზღვრის საშუალებას იძლევა დამატებითი მოლეკულების გარეშე.

დრო: 13 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 13, 2017
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: