Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტური ცხოვრების ფორუმი

დეკემბერი 15, 2017 / 12:00

15 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი – 2017, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ილიაუნის სტუდენტური კლუბები და ცალკეული სამსახურები.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.

დაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას ილიაუნის ცალკეულ სამსახურებსა და ფორუმზე წარმოდგენილ კლუბებთან.

2016-2017 სასწავლო წელს მოქმედი კლუბები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით.

ღონისძიებაში ილიაუნის 8 სამსახური მიიღებს მონაწილეობას:

  • საგარეო ურთიერთობების სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე;
  • თეატრით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი, და ჯერჯერობით ერთადერთი, პროფესიული თეატრის, ილიაუნის თეატრის, შესახებ;
  • განვითარების სამსახური მოგაწვდით ინფორმაციას ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაზე;
  • გაიცნობთ GameLabს (კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიას), რომელიც ზრუნავს ახალგაზრდა თაობის ჩართულობაზე კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელს უწყობს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას;
  • FabLabის სტენდთან გაიგებთ მეტს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასა და ილიაუნის სტუდენტების მიერ ფაბლაბში დაწყებული წარმატებული პროექტების შესახებ;
  • ილიაუნის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მოგაწვდით ინფორმაციას სარგებლობის წესებისა და მათი სერვისების შესახებ.
  • გაიცნობთ პირველ ქართულ პრეაქსელერატორ „ზუმაუთს”, რომლის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ქართულ სტარტაპებს გლობალურ აქსელერატორებში მოსახვედრად;
  • მუსიკით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ილიაუნის მუსიკის ცენტრი.

ფორუმზე მოსული მონაწილეები გაეცნობიან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებს და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულების შესახებ.

ილიაუნის ცალკეულ სამსახურებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 2016-2017 სასწავლო წელს აქტიურად მომუშავე სტუდენტური კლუბები:

●  ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი
●  მომავალ ეკონომისტთა კლუბი Fesc
●  FESTINA LENTE
●  მენეჯერთა კლუბი
●  მარკეტერთა კლუბი
●  კარიერული წინსვლის აკადემია
●  რა? სად? როდის?
●  ფედერალისტთა კლუბი
●  კულტურის კლუბი
●  ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება
●  ხალხური სიმღერის სტუდენტური კლუბი
●  E Pluribus Unum
●  სამოქალაქო აქტივობების კლუბი
●  სტუდენტური ევროკლუბი
●  სტუდენტური სასამართლო
●  ფიზიკისა და ასტრონომიის კლუბი
●  ისტორიის სტუდენტური კლუბი
●  საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი
●  ილიაუნის მკვლევართა კლუბი
●  პერსონალური ბრენდინგის კლუბი
●  თავისუფალ მეცნიერთა კლუბი
●  მარადმწვანე სტუდენტთა კლუბი
●  ხალხური ცეკვის კლუბი
●  ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი
●  გარემოს დაცვის სტუდენტური კლუბი
●  სტუდენტური თვითმმართველობა

თითოეული კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მასში გაწევრიანება ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

ფორუმზე მოსულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე შეავსონ კლუბებში გაწევრიანებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმა.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია!

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 15, 2017
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: