22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრებისთვის აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები გამართავენ ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის […]
22 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით, გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მიდგომებისა და სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, რეპრესიულ ზომებს ნარკოვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით შედეგები არ მოაქვს, საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა და სამართალაღსრულების პრაქტიკა არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და მკაცრ […]
22 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების პროექტის მეორე შეხვედრა. საჯარო დებატების თემაა: 11-12 მარტის მოვლენები ბათუმში და სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ. იყო თუ არა ბათუმში 11-12 მარტს გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მუსლიმი თემის უკმაყოფილება მის მიმართ არსებულისახელმწიფო პოლიტიკით? რა ხარვეზები არსებობს ამ მხრივ სახელმწიფოს ქმედებებში? რის გაკეთებაა საჭირო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად? ამ კითხვებზე უპასუხებენ მომხსენებლები: გია ნოდია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თამთა მიქელაძე - ადამიანის უფლებების სწავლებისა და […]
23 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, მიხეილ მაზიაშვილთან. შეხვედრის თემაა: „კვანტური სივრცე ინფორმაციის თეორიის მაგალითზე“. ტრადიციული წარმოდგენის ფარგლებში, სივრცე უწყვეტია იმ აზრით, რომ მისი ყოველი წერტილს მონიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი სიზუსტით. სხვა სიტყვებით, სივრცის გარჩევისუნარიანობა შეუზღუდავია. ასეთივეა ჩვენი წარმოდგენა, კლასიკური ფიზიკის ფარგლებში, ფაზურ სივრცეზე. კვანტური […]
23 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ ბათუ დანელიას. შეხვედრის ფარგლებში, პოეტი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და წაიკითხავს საკუთარ ლექსებს. დრო: 23 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
2017 წელს 25-28 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მონაწილეობას იღებენ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დამთვალიერებელს გააცნობს აქტუალური თემატიკის ლიტერატურას შემდეგი მიმართულებებით: ძალადობა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში; ბიოკონსერვაცია და გარემოს დაცვა; ეკოლოგიური ნაგებობები და „მწვანე არქიტექტურა“. გარდა ბეჭდური გამოცემებისა, ბიბლიოთეკა საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას საკუთარი სერვისებისა და ელექტრონული რესურსების შესახებ; წიგნის სახლი„ლიგამუსი“ კი […]
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ინგლისელი პიანისტის, კომპოზიტორისა და დირიჟორის, მაიკლვარდის, საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: „აფრიკული მუსიკა - სუბსაჰარის მუსიკის მოკლე მიმოხილვა“. ლექციის ენა: ინგლისური დრო: 24 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ასოცირებული პროფესორის, ნინო ფირცხალავას საჯარო ლექციაზე Christa Wolfs Medea-Porträt als Paradigma der permanenten Arbeit am Mythos (ქრისტა ვოლფის „მედეა“, როგორც მითოსის უწყვეტი დამუშავების პარადიგმა). გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე უფრო ცნობილმა მწერალმა ქალმა, ქრისტა ვოლფმა, სახელი გაითქვა მოთხრობებით „გაყოფილი ზეცა“ (1963) და […]
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ტიმოთი ბლაუველთი, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სადოქტორო საფეხურზე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში“. მომხსენებელი ისაუბრებს აშშ-ის უნივერსიტეტებში სადოქტორო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების, დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მოპოვებისა და, ზოგადად, სასწავლო გარემოს შესახებ. დრო: 24 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
25 მაისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის „ფედერალისტთა კლუბი“, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, მართავს სტუდენტურ კონფერენციას: „ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“. კონფერენციას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე. მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, “ფედერალისტთა კლუბის“ IV ნაკადის წევრები: […]
25 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ლუკაშ კალოუსთან. შეხვედრის თემაა: ბიოლოგიური ინვაზია წყლის გარემოში (Biological invasion in aquatic environment). თანამედროვე გლობალიზაციას ბევრი სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის, თუმცა, მრავალი პრობლემის წყაროცაა. მცენარეების და ცხოველების ტრანსპორტირება, მიუხედავად იმისა, ეს წინასწარ არის დაგეგმილი თუ […]
25 მაისს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტთან, გიორგი ბაბუნაშვილთან. შეხვედრის თემაა: თბილისის მეტროპოლიტენის გამოწვევები, შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები: კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები კვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისის შიდასაქალაქო მგზავრთბრუნვაში მეტროპოლიტენის ეფექტურობის გაზრდის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება. შესწავლილ იქნა მეტროპოლიტენის როლი თბილისის შიდასაქალაქო მობილობის სისტემაში და მისი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის დამარცხება შეძლო და ქვეჯგუფის სათავეში მოექცა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ილიაუნის გუნდი 29 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს.
25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის (prosopography.iliauni.edu.ge) მონაცემთა საფუძველზე შექმნილ ელექტრონულ რესურსებს: „ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში". აღნიშნული ბაზა არის მეოცე საუკუნის საქართველოს შესახებ დღემდე ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსი (20 000-მდე პირი, 12 000-მდე ფაქტოიდი, 3500-ზე […]