30 მაისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გამართავს სემინარს „სეისმური საფრთხის შეფასება და სეისმური რისკების შემცირების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში“. სემინარი ტარდება ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ენერგიის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება“ - ფარგლებში. სემინარზე მოწვეულნი არიან კოლეგები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, […]
31 მაისს, 11:00 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექციას წაიკითხავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ბეტინა კადენბახი. ლექციის თემა: გერმანიის საგარეო პოლიტიკა სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 31 მაისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
31 მაისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“. საჯარო ლექციას გაუძღვებიან ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომლები, ანა თუნიაშვილი და თეონა კობახიძე. ლექციაზე საუბარი იქნება თამაშის ფუნქციებსა და მის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში, თამაშის სახეებზე და ზრდასრული ადამიანის […]
31 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორთან, გიორგი ჩალაძესთან. გიორგი ჩალაძე ისაუბრებს კვლევაზე, რომელიც მისი ავტორობით გამოაქვეყნა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობმა ”შპრინგერმა“ (Springer) სამეცნიერო ჟურნალში "Archives of Sexual Behavior". აღნიშნული ჟურნალის გამოიცემა1971 წლიდან და მისი იმპაქტ ფაქტორი (სამეცნიერო და […]
31 მაისს, 19:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ევროინტეგრაციის თემაზე ორგანიზებული ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბოლო ლექცია ჩატარდება. ლექციას წაიკითხავს ნინო ჩიჩუა - სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მარკეტინგის დირექტორი. ლექციის თემა: თემაა: "ბრენდი-დამზადებულია საქართველოში". ლექციის ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MPA) […]
1-2 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“. კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაში (MSCC). კონფერენცია ჩატარდება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN), ხსოვნის და სოლიდარობის ევროპული ქსელისა (ENRS) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) თანამონაწილეობით. კავკასია შეიძლება დახასიათდეს, როგორც განსხვავებული კულტურების და ცივილიზაციათა […]
1-ლ ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, პროექტის - EANET TALKS - ფარგლებში, მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრი, მაკა სამუშია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სტუდენტი და კარიერა, როგორ მივაღწიე წარმატებას. დრო: 1-ლი ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საერთაშორისო კონფერენციის - „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ - ფარგლებში, სოციოლოგიის პროფესორი, ელზბიეტა მათინია წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა“. მომხსენებლის შესახებ ელზბიეტა მათინია არის სოციოლოგიის პროფესორი და „ნიუ სქულის“ (ნიუ-იორკი) დემოკრატიის შესწავლის ტრანსრეგიონალური ცენტრის დირექტორი. […]
1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება ილიაუნისა და Vancouver Film School-ის კურსდამთავრებულის, ბესო კაჭარავას, საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით.“ მომხსენებლის შესახებ ბესო კაჭარავა ხმის დიზაინერია და ფილმის ხმის პოსტპროდუქციასა და ვიდეოთამაშებზე მუშაობს. მან თბილისში დააარსა საკუთარი პოსტპროდუქციის სტუდია. უმუშევია არაერთ […]
1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტის, შოთა პაპავას, საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი. დოკუმენტური კინოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის, ძიგა ვერტოვის, 1926 წლის ფილმს, „მსოფლიოს მეექვსე ნაწილს“, ძირითადად აღიქვამენ, როგორც 20-იანი წლების ავანგარდისტული კინოს ნიმუშს, […]
2 ივნისს, 13:00 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ლუკას ბეგლინგერი. ლექციის თემა: პირდაპირი დემოკრატიის შვეიცარიული სისტემა სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 2 ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
2 ივნისს, ხუთშაბათს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, საერთაშორისო კონფერენციის - „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ - ფარგლებში, სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი, ჯეფრი ოლიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მეხსიერება დინამიკაში“. მომხსენებლის შესახებ ჯეფრი ოლიკი არის სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვირჯინიის უნივერსიტეტში (აშშ). მან წარჩინებით მიიღო ხარისხი […]
2 ივნისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იტალიელ პროფესორებთან. სიენას უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ლოვარი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მტაცებლების თანაარსებობა (Coexistence of Carnivores); ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკა როსი კი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ნადირობის მენეჯმენტი ალპებში (Hunting management in Alps). ენა: ინგლისური დრო: 2 ივნისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 […]
2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ტუვე იანსონის მუმინების სერიის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, „სახიფათო ზაფხული“ - მისი მთარგმნელი, ლიკა ჩაფიძე, და დრამატურგი და მთარგმნელი, დავით, გაბუნია წარადგენენ. „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შვედურენოვანი ფინელი მწერლის, ტუვე იანსონისა და მუმინების სერიის კიდევ ერთი წიგნის - „სახიფათო […]
3 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი, გიორგი ქადაგიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში“. ლექცია შეეხება ინოვაციებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ გავლენასა და მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაზე. მომხსენებლის შესახებ გიორგი ქადაგიძემ 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის […]