
31 მაისს, 19:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ევროინტეგრაციის თემაზე ორგანიზებული ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბოლო ლექცია ჩატარდება.
ლექციას წაიკითხავს ნინო ჩიჩუა – სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მარკეტინგის დირექტორი. ლექციის თემა: თემაა: “ბრენდი-დამზადებულია საქართველოში”.
ლექციის ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MPA) 30 სტუდენტი, რომელთაც სრულად გაიარეს PPRTC-EPRC-LAD-ის სალექციო კურსი.
პროექტი დაიწყო 5 აპრილს და მოიცავდა 7 ლექციას. სალექციო კურსი მოამზადეს სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებმა და ორგანიზატორებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
დრო: 31 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]