Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნინო ჩიჩუას საჯარო ლექცია PPRTC-EPRC-LAD ის სალექციო კურსის ფარგლებში და კურსის მონაწილეების დაჯილდოება

მაისი 31, 2016 / 19:00

31 მაისს, 19:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ევროინტეგრაციის თემაზე ორგანიზებული ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბოლო ლექცია ჩატარდება.

ლექციას წაიკითხავს ნინო ჩიჩუა – სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მარკეტინგის დირექტორი. ლექციის თემა: თემაა: “ბრენდი-დამზადებულია საქართველოში”.

ლექციის ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MPA) 30 სტუდენტი, რომელთაც სრულად გაიარეს PPRTC-EPRC-LAD-ის სალექციო კურსი.

პროექტი დაიწყო 5 აპრილს და მოიცავდა 7 ლექციას. სალექციო კურსი მოამზადეს სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებმა და ორგანიზატორებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

დრო: 31 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 31, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: