23 მაისს, 15 :00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ მხარდაჭერით, გაიმართება სემინარი თემაზე: „ევროპის ისტორია და მომავალი“. სემინარს გაუძღვებიან ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორები, ქრისტიან ჯორდანო და ზიგფრიდ ვაისლაინი. მომხსენებელთა შესახებ ქრისტიან ჯორდანო შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. 2002 წელიდან იგი […]
25 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია თემაზე: „ფინანსური კლასტერი და მისი დეტერმინანტები“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები იმსჯელებენ კონკრეტული ქვესექტორების როლზე ფინანსური კლასტერის ფუნქციონირებაში, საქართველოში ფინანსური კლასტერის განვითარების ეტაპებსა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვითარებული […]
25 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ნიკო სამადაშვილის პოეზია. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: გალაკტიონი - მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის რეპრეზენტანტი; ევროპული ნაკადი გასული საუკუნის ქართულ პოეზიაში; ნიკო სამადაშვილი და ქართული პოეზიის ეზოთერული მხარე; გალაკტიონი და ნიკო […]
27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი - გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. იხილეთ ჩამონათვალი: წიგნის დასახელება ავტორი გამომცემლობა „განუკითხავი“ ბესიკ კეკელიძე ავტორი […]
29 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, გამომცემლობის - "წიგნები ბათუმში" - ორგანიზებით, გაიმართება "მეტროს" ბესტსელერი ტრილოგიის ავტორის, დიმიტრი გლუხოვსკის, შეხვედრა მკითხველთან. მწერალი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და გასცემს ავტოგრაფებს. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“. დრო: 29 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო […]