10 და 11 ივნისს, ილიაუნის თეატრის სცენაზე მიმდინარე სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართება. ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლზე - „ჩეხოვი. რეპეტიცია“ - რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ სტუდენტთან ერთად, რომლებიც 10 ივნისს დებიუტს ითამაშებენ. სპექტაკლს ერთგვარი რეპეტიციის ფორმა აქვს - თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად […]
8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტების კონცერტი - თიკო ღაჭავას, ნინი სილაქაძის, თიკა წოწორიას, ანა იმედაშვილის, მარიამ კოპაძის, ლიზა იოსელიანის, ფიქრია კორპესაშვილის, ილია აბესაძისა და თორნიკე შეყილაძის - მონაწილეობით. რეპერტუარშია ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერები. პოპ-ვოკალის კლასის ხელმძღვანელი: დოდო კილაძე; კონცერტმაისტერი: თეა ჯინორია. დრო: 8 ივნისი, […]
8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი აღთქმის სამყარო - თვალი თვალისა წილ; სახარება - გიყვარდეს მტერი შენი; ჯოყოლა და ზვიადაური; აღაზა და მარადქალურობა; […]
9 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სერვანტესის ინსტიტუტის სოფიის ფილიალის დირექტორთან, ხავიერ ვალდევიელსოსთან. 13- 17 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, მოეწყობა ესპანური ფილმების ჩვენება. ფილების აღწერილობა და აფიშა იხილეთ თანდართულ ფაილებში. დრო: 9 ივნისი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
9 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე გელა ჩარკვიანთან. მწერალი და დიპლომატი ისაუბრებს ავტობიოგრაფიულ რომანზე „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“. წიგნის წარდგენის შემდეგ, ავტორი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. გამომცემლობა ”ინტელექტის“ მიერ გამოცემული „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად […]
9 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ნათია კოპალიანთან. შეხვედრის თემაა: დელფინები შავ ზღვაში: პოპულაციების მდგომარეობა და ევოლუციური ისტორია შეხვედრაზე განხილული იქნება შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: პოპულაციების შეფასება, საქართველოს სანაპირო წყლების გამოყენების ცვლილება სეზონების მიხედვით,მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ნადირობის ქცევა და […]
10 ივნისს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის პირველი შედეგები“. მომხსენებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, გიორგი მელაძე დრო: 10 ივნისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება […]
10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, იოაჰიმ პუეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიენიჭება. ბატონი იოაჰიმ პუე 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 5 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა უნივერსიტეტთან. DAAD-ის გრძელვადიანი დოცენტურის ხელშეწყობით, ბატონმა პუემ დანერგა და განავითარა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები ტყის მეცნიერებისა და ტყისა და ბუნებრივი რესურსების […]
10 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, მწერალი და მთარგმნელი, ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მხოლოდ საბავშვო წიგნები“. ლექციის თემაა საბავშვო ლიტერატურა. ყველა გვაშინებს, ვისაც არ ეზარება: მშობლები, მედია, ბუნება, სახელმწიფო... მკითხველი ლიტერატურაში ეძებს თავშესაფარს, წიგნებში, სადაც ბოროტი ბოროტია და კეთილი - კეთილი და, […]