
9 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ნათია კოპალიანთან.
შეხვედრის თემაა: დელფინები შავ ზღვაში: პოპულაციების მდგომარეობა და ევოლუციური ისტორია
შეხვედრაზე განხილული იქნება შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: პოპულაციების შეფასება, საქართველოს სანაპირო წყლების გამოყენების ცვლილება სეზონების მიხედვით,მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ნადირობის ქცევა და სხვ. მიტოქონდრიული დნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შესწავლის საფუძველზე განხილული იქნება დელფინების შავ ზღვაში მოხვედრის, მათი იზოლაციისხარისხისა და მიგრაციის საკითხები. ვისაუბრებთ უჩვეულო შეფერილობის მქონე დელფინებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.
დრო: 9 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (გ. წერეთლის ქ. #1)
[wpai_display_imported_files_here]