
8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი აღთქმის სამყარო – თვალი თვალისა წილ; სახარება – გიყვარდეს მტერი შენი; ჯოყოლა და ზვიადაური; აღაზა და მარადქალურობა; ვაჟა-ფშაველა და „კავკასიური იდეა“.
დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]