Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში

ივნისი 8, 2016 / 19:00

8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი აღთქმის სამყარო – თვალი თვალისა წილ; სახარება – გიყვარდეს მტერი შენი; ჯოყოლა და ზვიადაური; აღაზა და მარადქალურობა; ვაჟა-ფშაველა და „კავკასიური იდეა“.

დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 8, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: