BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160530T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160530T093000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160525T123529Z
LAST-MODIFIED:20240202T065357Z
UID:10002806-1464600600-1464600600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სემინარი სეისმური საფრთხისა და რისკების შესახებ
DESCRIPTION:30 მაისს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გამართავს სემინარს „სეისმური საფრთხის შეფასება და სეისმური რისკების შემცირების პოლიტიკა კავკასიის რეგიონში“. \nსემინარი ტარდება ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ენერგიის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება“ – ფარგლებში. \nსემინარზე მოწვეულნი არიან კოლეგები აშშ-დან\, აზერბაიჯანიდან\, თურქეთიდან\, სომხეთიდან. სემინარზე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს\, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს\, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენი უცხოელი პარტნიორები განიხილავენ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მეთოდებს სეისმური რისკებისა და კატასტროფის შემცირების კუთხით. \nდრო: 30 მაისი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: „თბილისი მერიოტი“ (რუსთაველის გამზ. 13)\, საკონფერენციო დარბაზი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-dedamitsis-shemstsavlel-metsnierebatha-institutis-seminari-seismuri-saphrthkhisa-da-riskebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36740.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160531T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160531T110000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160512T165159Z
LAST-MODIFIED:20240202T065354Z
UID:10002804-1464692400-1464692400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - გერმანიის ელჩის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:31 მაისს\, 11:00 საათზე\, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექციას წაიკითხავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში\, ქალბატონი ბეტინა კადენბახი. \nლექციის თემა: გერმანიის საგარეო პოლიტიკა \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-kvireulis-pharglebshi-germaniis-elchis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36451.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160531T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160531T180000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160525T072011Z
LAST-MODIFIED:20240202T065225Z
UID:10002798-1464717600-1464717600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“
DESCRIPTION:31 მაისს 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში\, ჩატარდება საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“. საჯარო ლექციას გაუძღვებიან ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომლები\, ანა თუნიაშვილი და თეონა კობახიძე. \nლექციაზე საუბარი იქნება თამაშის ფუნქციებსა და მის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში\, თამაშის სახეებზე და ზრდასრული ადამიანის როლზე ბავშვთან თამაშის დროს\, ასაკისთვის შესატყვისი და კონკრეტული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სათამაშოების\, თამაშების შერჩევის ძირითად პრინციპებზე. \nლექცია განკუთვნილია მშობლებისთვის\, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის. \nდრო: 31 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-thamashi-da-bavshvis-ganvithareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36729.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160531T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160531T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160519T110236Z
LAST-MODIFIED:20240202T065223Z
UID:10002797-1464721200-1464721200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორთან\, გიორგი ჩალაძესთან
DESCRIPTION:31 მაისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორთან\, გიორგი ჩალაძესთან. \nგიორგი ჩალაძე ისაუბრებს კვლევაზე\, რომელიც მისი ავტორობით გამოაქვეყნა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობმა ”შპრინგერმა“ (Springer) სამეცნიერო ჟურნალში  “Archives of Sexual Behavior”. აღნიშნული ჟურნალის გამოიცემა1971 წლიდან და მისი იმპაქტ ფაქტორი (სამეცნიერო და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალების ციტირებათა საზომი) არის 2.589. კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://link.springer.com/article/10.1007/s10508-016-0742-2 \nშეხვედრის თემა: „ჰომოსექსუალობა ევოლუციურ კონტექსტში“. \nკვლევის აბსტრაქტი \nადამიანებში ჰომოსექსუალობა ცნობილია მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში\, ამავე დროს\, ტყუპების კვლევებით დადასტურებულია\, რომ ჰომოსექსულობა გარკვეულწილად გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ევოლუციური თვალსაზრისით\, ეს პარადოქსია – როგორ ნარჩუნდება ნიშანი\, რომელიც რეპროდუქციულ წარმატებას ამცირებს? კვლევაში წარმოდგენილია პოპულაციურ-გენეტიკური მოდელი\, რომელიც\, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით\, ჰომოსექსუალობის სტაბილურობის შესაძლო მექანიზმს ხსნის. მოდელის მიხედვით\, ადამიანების დაახლოებით ნახევარი ატარებს გენებს\,რომელიც კაცებში ჰომოსექსუალობის წინაპირობაა\, ხოლო ქალებში ზრდის ნაყოფიერებას. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Archives of Sexual Behavior”. \nდრო: 31 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-sitsotskhlis-shemstsavlel-metsnierebatha-doqtorthan-giorgi-chaladzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36615.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160531T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160531T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160530T095247Z
LAST-MODIFIED:20240202T065222Z
UID:10002796-1464721200-1464721200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნინო ჩიჩუას საჯარო ლექცია PPRTC-EPRC-LAD ის სალექციო კურსის ფარგლებში და კურსის მონაწილეების დაჯილდოება
DESCRIPTION:31 მაისს\, 19:00 საათზე\, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ევროინტეგრაციის თემაზე ორგანიზებული ლექციათა ციკლის ფარგლებში\, ბოლო ლექცია ჩატარდება. \nლექციას წაიკითხავს ნინო ჩიჩუა – სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მარკეტინგის დირექტორი. ლექციის თემა: თემაა: “ბრენდი-დამზადებულია საქართველოში”. \nლექციის ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MPA) 30 სტუდენტი\, რომელთაც სრულად გაიარეს PPRTC-EPRC-LAD-ის სალექციო კურსი. \nპროექტი დაიწყო 5 აპრილს და მოიცავდა 7 ლექციას. სალექციო კურსი მოამზადეს სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებმა და ორგანიზატორებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. \nდრო: 31 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nino-chichuas-sajaro-leqtsia-pprtc-eprc-lad-is-saleqtsio-kursis-pharglebshi-da-kursis-monatsileebis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36772.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T090000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160527T130214Z
LAST-MODIFIED:20240202T065222Z
UID:10002794-1464771600-1464771600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“
DESCRIPTION:1-2 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“. \nკონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაში (MSCC). კონფერენცია ჩატარდება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN)\, ხსოვნის და სოლიდარობის ევროპული ქსელისა (ENRS) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) თანამონაწილეობით. \nკავკასია შეიძლება დახასიათდეს\, როგორც განსხვავებული კულტურების და ცივილიზაციათა მიჯნა და გზაჯვარედინი. სხვადასხვა ერის\, ეთნიკური ჯგუფის\, რელიგიისა და კულტურის თანაარსებობა ასევე განსხვავებული\, ხშირად მკვეთრად დაყოფილი\, მნემონიკური ერთობების არსებობაზე მიუთითებს\, რადგან კოლექტიური მეხსიერება ეთნიკური თუ კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერია. მიუხედავად იმისა\, რომ ამჟამად მრავალი მიმდინარე პრობლემა მეხსიერების პოლიტიკის შედეგია\, მისი კვლევა საქართველოსა და კავკასიაში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. \nკონფერენცია მიზნად ისახავს მეხსიერების\, იდენტობისა და პოლიტიკის ძირითადი ელემენტების ანალიზს საქართველოს\, კავკასიისა და პოსტსოციალისტური სივრცის კონტექსტში. ვიმედოვნებთ\, რომ საფუძველი ჩაეყრება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობას იმ მეცნიერთა შორის\, რომლებიც მოღვაწეობენ ამ კომპლექსურ და ფართო აკადემიურ სფეროში. კონფერენციაში მონაწილეობენ ამერიკელი\, პოლონელი\, აზერბაიჯანელი\, სომეხი და ქართველი მეცნიერები. \nკონფერენცია ეხმიანება პრობლემათა ფართო სპექტრს\, რაც\, ყველაფერთან ერთად\, მეტ სინათლეს მოჰფენს მეხსიერების ფენომენის უნიკალურ და უნივერსალურ თვისებებს თანამედროვე საქართველოში\, კავკასიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს: \n\nმეხსიერების პოლიტიკა ისტორიულ პერსპექტივაში: მეხსიერების პოლიტიკის ისტორიული ფორმები საქართველოსა და კავკასიაში;\nსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა მეხსიერების პოლიტიკა ტოტალიტარული და იმპერიული მემკვიდრეობის ფარგლებში;\nმეხსიერების ადგილები და გარემო საქართველოსა და კავკასიაში;\nკოლექტიური მეხსიერება და კოლექტიური ამნეზია: კოლექტიური ამნეზია\, როგორც დავიწყების აქტი და სოციალური ერთობის მიღწევის საშუალება?\nმეხსიერება მშვიდობისა და შერიგების პროცესში;\n\nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო და ადგილმდებარეობა: \n1-ლი ივნისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n2 ივნისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-mekhsiereba-da-identoba-postsabtchotha-sivrtseshi-saqarthvelo-da-kavkasia-aghmosavleth-evropis-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36750.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T130000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160523T072800Z
LAST-MODIFIED:20240202T065219Z
UID:10002793-1464786000-1464786000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EANET TALKS სერიის ფარგლებში - მაკა სამუშიას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, პროექტის – EANET TALKS – ფარგლებში\, მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრი\, მაკა სამუშია\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სტუდენტი და კარიერა\, როგორ მივაღწიე წარმატებას. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eanet-talks-seriis-pharglebshi-maka-samushias-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36630.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160527T133748Z
LAST-MODIFIED:20240202T065218Z
UID:10002792-1464789600-1464789600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელზბიეტა მათინიას საჯარო ლექცია - დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, საერთაშორისო კონფერენციის – „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ – ფარგლებში\, სოციოლოგიის პროფესორი\, ელზბიეტა მათინია წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა“. \nმომხსენებლის შესახებ\nელზბიეტა მათინია არის სოციოლოგიის პროფესორი და „ნიუ სქულის“ (ნიუ-იორკი) დემოკრატიის შესწავლის ტრანსრეგიონალური ცენტრის დირექტორი. მისი კვლევები პოლიტიკის სოციოლოგიასა და ხელოვნებაში ეხება დემოკრატიულ ტრანზიციას აღმოსავლეთ ევროპასა და მის გარეთ\, ასევე ახალ ევროპაში სასაზღვრო ზოლის კონცეფციასა და ძალადობის მემკვიდრეობის მქონე ახალ დემოკრატიებს. მისი ბოლო ორი წიგნი ერთობლივად განიხილავს პოლიტიკის სცენას\, საშემსრულებლო ხელოვნებასა და სამოქალაქო აქტიურობას. „შემზარავი ერა“ (Yale University Press\, 2014) წარმოაჩენს პოსტრევოლუციურ დიალოგს ევროპის ცნობილ დისიდენტებს შორის (დრამატურგი და ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და პოლონელი პოლიტიკური მოაზროვნე ადამ მიხნიკი). წიგნში “საშემსრულებლო დემოკრატია” (Paradigm\, 2009) მათინია იკვლევს პოლიტიკური ცხოვრების იმ პოტენციალს\, რომელიც მოუხელთებელია მკვლევრებისათვის – იმ შთაგონებული მოქალაქეებისთვის\, რომლებიც დემოკრატიის დაკანონებას ესწრაფვიან. ავტორი თავად არის საბჭოთა სისტემის კოლაფსის წინარე პერიოდში პოლონეთში საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბების პროცესის მოწმე და ცდილობს იპოვოს დრამატული პერფორმანსის პირობები და ადგილი სამოქალაქო ცხოვრებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 1-ლი ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elzbieta-mathinias-sajaro-leqtsia-devnilebi-da-sajaro-sivrtse-imedis-inphrastruqtura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36752.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160524T065538Z
LAST-MODIFIED:20240202T065216Z
UID:10002791-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბესო კაჭარავას საჯარო ლექცია: ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით\, გაიმართება ილიაუნისა და Vancouver Film School-ის კურსდამთავრებულის\, ბესო კაჭარავას\, საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით.“ \nმომხსენებლის შესახებ \nბესო კაჭარავა ხმის დიზაინერია და ფილმის ხმის პოსტპროდუქციასა და ვიდეოთამაშებზე მუშაობს. მან თბილისში დააარსა საკუთარი პოსტპროდუქციის სტუდია. უმუშევია არაერთ ფილმზე\, სატელევიზიო შოუზე\, ანიმაციაზე\, სარეკლამო რგოლსა თუ ვიდეოთამაშზე. მისი მომსახურება მოიცავს ხმის სერვისების მთელ სპექტრს ვიზუალური მედიისთვის. ბესო\, საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ 10-კაციან ჯგუფთან ერთად\, GDS-ისა და სხვა ქართული კომპანიების გარდა\, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თამაშების თუ კინოპროდუქციის წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობს. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beso-katcharavas-sajaro-leqtsia-khmis-dizaineri-vs-samqharo-rogor-vishovoth-phuli-saqhvareli-saqmith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160527T135445Z
LAST-MODIFIED:20240202T065215Z
UID:10002790-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შოთა პაპავას საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტის\, შოთა პაპავას\, საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი. \nდოკუმენტური კინოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის\, ძიგა ვერტოვის\, 1926 წლის ფილმს\, „მსოფლიოს მეექვსე ნაწილს“\, ძირითადად აღიქვამენ\, როგორც 20-იანი წლების ავანგარდისტული კინოს ნიმუშს\, რომელსაც ეთნოგრაფიული მზერა და ექსპლორაციული სულისკვეთება ამოძრავებს – სულისკვეთება რომელიც საბჭოთა კავშირის „უსაზღვრობის“ (необъя́тность) პრობლემას ეჭიდება. მომხსენებელი შეეცდება\, წარმოაჩინოს ფილმის ნაკლებად შესამჩნევი მოტივი\, რომლის მიხედვითაც ფილმის წაკითხვა დაპყრობის (освое́ние) პრინციპის ლოგიკიდან გამომდინარე ხდება შესაძლებელი\, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს წარმოშობს 20-30-იანი წლების საბჭოთა ხელოვნების მსგავსება/განსხვავებაზე. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shotha-papavas-sajaro-leqtsia-dziga-vertovis-msophlios-meeqvse-natsilis-tsentraluri-imperiuli-gherdzi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T130000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160520T091130Z
LAST-MODIFIED:20240202T065211Z
UID:10002788-1464872400-1464872400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - შვეიცარიის ელჩის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:2 ივნისს\, 13:00 საათზე\, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიის ელჩი საქართველოში\, მისი აღმატებულება ლუკას ბეგლინგერი. \nლექციის თემა: პირდაპირი დემოკრატიის შვეიცარიული სისტემა \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-kvireulis-pharglebshi-shveitsariis-elchis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36624.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T143000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160527T133941Z
LAST-MODIFIED:20240202T065209Z
UID:10002787-1464877800-1464877800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეფრი ოლიკის საჯარო ლექცია - მეხსიერება დინამიკაში
DESCRIPTION:2 ივნისს\, ხუთშაბათს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, საერთაშორისო კონფერენციის – „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ – ფარგლებში\, სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი\, ჯეფრი ოლიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მეხსიერება დინამიკაში“. \nმომხსენებლის შესახებ\nჯეფრი ოლიკი არის სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვირჯინიის უნივერსიტეტში (აშშ). მან წარჩინებით მიიღო ხარისხი „სუორთმორ-კოლეჯში“ (1986) და სოციოლოგიის მაგისტრისა და დოქტორის წოდებები იელის უნივერსიტეტში (1993). ის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა კულტურის სოციოლოგიასა და სოციალურ თეორიაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეხსიერების კვლევების ინტერდისციპლინარული სფეროს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.\nმისი პუბლიკაციები კვლევათა ფართო სპექტრს მოიცავს. მისი უკანასკნელი პერიოდის ინტერესები ეხება კოლექტიურ მეხსიერებას\, კრიტიკულ თეორიას\, ტრანზიციულ სამართალსა და ომის შემდგომ გერმანიას. ამჟამად ის მუშაობს “მეხსიერების კულტურის ისტორიის” ექვსტომეულის რედაქტირებაზე\, ტანჯვის შესახებ ნიცშეს ნაწერებზე და\, ვებერის თეოდიცეის ცნებაზე დაყრდნობით\, ავითარებს „ტრაგიკული სოციოლოგიის“ თეორიულ ჩარჩოებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 2 ივნისი\, 14:30 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jephri-olikis-sajaro-leqtsia-mekhsiereba-dinamikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T170000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160531T101648Z
LAST-MODIFIED:20240202T065207Z
UID:10002786-1464886800-1464886800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა იტალიელ პროფესორებთან
DESCRIPTION:2 ივნისს\, ხუთშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იტალიელ პროფესორებთან. \nსიენას უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ლოვარი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მტაცებლების თანაარსებობა (Coexistence of Carnivores); \nტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკა როსი კი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ნადირობის მენეჯმენტი ალპებში (Hunting management in Alps). \nენა: ინგლისური \nდრო: 2 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-italiel-prophesorebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36803.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160530T133045Z
LAST-MODIFIED:20240202T065203Z
UID:10002785-1464894000-1464894000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტუვე იანსონის „სახიფათო ზაფხული“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ტუვე იანსონის მუმინების სერიის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით\, „სახიფათო ზაფხული“ – მისი მთარგმნელი\, ლიკა ჩაფიძე\, და დრამატურგი და მთარგმნელი\, დავით\, გაბუნია წარადგენენ. \n„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შვედურენოვანი ფინელი მწერლის\, ტუვე იანსონისა და მუმინების სერიის კიდევ ერთი წიგნის – „სახიფათო ზაფხულის“ – შესახებ საუბარი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა\, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად\, კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ბავშვებზე\, რომელთაც გაზრდა და დიდობა ეჩქარებათ\, და დიდებზე\, იმ პატარა არსებებთან სათამაშოდ რომ ვეღარ იცლიან\, რომლებიც მუდამ ცხოვრობენ მათში და ბავშვობის დასრულების შემდეგაც კი არსად გამქრალან“\, – ლიკა ჩაფიძე. \nყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო\, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლის მფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადრებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს\, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო. იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ\, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და\, რაც მთავარია\, გაიხარეთ მუმინტროლთან ერთად\, რომელიც თავის აფრიან ნავს იპოვის… \nმუმინების სერიის წიგნებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. \nდრო: 2 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tuve-iansonis-sakhiphatho-zaphkhuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36801.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160603T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160603T190000
DTSTAMP:20260512T065016
CREATED:20160530T130405Z
LAST-MODIFIED:20240202T065203Z
UID:10002784-1464980400-1464980400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში
DESCRIPTION:3 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიაუნის პროფესორი\, გიორგი ქადაგიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში“.\nლექცია შეეხება ინოვაციებს\, ტექნოლოგიურ სიახლეებს\, მათ გავლენასა და მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაზე. \nმომხსენებლის შესახებ\nგიორგი ქადაგიძემ 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი\, ხოლო 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით და მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. გიორგი ქადაგიძე სხვადახვა დროს ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს\, საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს\, საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. 2009-2016 წლებში კი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი. \nდრო: 3 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-qadagidzis-sajaro-leqtsia-inovatsiebis-roli-thanamedrove-ekonomikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36800.png
END:VEVENT
END:VCALENDAR