კარიერული განვითარების პროექტი Level Up – მეორე ნაკადის დამატებითი ლექცია „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების მენეჯერი გიორგი ჩანტლაძე წაიკითხავს ლექციას „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“. ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია დასაქმების პროცესებისა და ონლაინკომუნიკაციის თანმდევი საფრთხეების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება ყალბი ვაკანსიების ამოცნობა, რა განსხვავებაა Fraud-სა და Scam-ს შორის, როგორ შეიძლება თაღლითობის გამოვლენა სამუშაო გარემოში და თავის დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან. სამუშაო ენა: ქართული დრო: 9 დეკემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“. ღონისძიება გაიმართება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში. მომხსენებლები განიხილავენ ძალადობის ფორმებსა და მათი გამოვლენის სირთულეებს, სახელმწიფო სერვისების მიღების წინაპირობებს, თავშესაფრებისა […]

ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“. ვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან […]

პროფესორ ნორიაკი ნიშიამას საჯარო ლექცია „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით პროფესორი ნორიაკი ნიშიამა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“. ლექცია საინტერესო იქნება როგორც ტურიზმის მიმართულების, ისე სხვა პროგრამების სტუდენტებისა და მსმენელისთვის. საერთაშორისო ექსპერტი სტუდენტებს გააცნობს იაპონიის  გამოცდილებას, ისაუბრებს, რა მნიშვნელობა […]

„გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, დაწერილი […]

პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის კვლევის პრეზენტაცია მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის შესახებ

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი გამართავს მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის პრეზენტაციას. თეორიის ავტორი თავად არის ამერიკელ კოლეგებთან ერთად. პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედებით. კვლევის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები ხსნის როგორც მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს, ასევე […]

ილიაუნის ფუტსალი vs SL ACADEMY

12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიაუნის ფუტსალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მესამე ლიგის მორიგ მატჩს გამართავს ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდის SL ACADEMY-ის წინააღმდეგ. სატურნირო ცხრილში ილიაუნი და დუშეთი 12-12 ქულით ლიდერობენ. ჩვენი გუნდის ანგარიშზე 5 მატჩში 4 მოგება და 1 წაგებაა. მატჩის დაწყების დრო: 12 დეკემბერი, 16:00 საათი მისამართი: თბილისის ოლიმპიური სასახლე, უნივერსიტეტის ქ. N 15ა დასწრება თავისუფალია. გელოდებით […]

პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის, არტურ გებალის ლექცია პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არტურ გებალი წაიკითხავს ლექციას პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. ლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით. არტურ გებალი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის პერიოდში იყო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) კოორდინატორი და ასევე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.  დრო: 17 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.

პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII- XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გაიმართება პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია. მონოგრაფიაში აღწერილია ადრეული მოდერნულობის პერიოდის საქართველოში მიმდინარე კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები, მათი თანმდევი პოლიტიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო (ფილოლოგიური) საქმიანობა. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ინკულტურაციული პროცესების საპირისპირო, რელიგიური აკულტურაციის, უფრო ზუსტად, რუსიფიკაციის […]

წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია. გამოცემის პირველი ნაწილი 1920-1922 წლებში საქართველოში გერმანელი ვიცე-კონსულის, დოქტორ თეოდორ მუთის ჩანაწერებია. გიორგი ასტამაძემ თარგმნა სამი ჩანაწერი, რომლებიც ეხება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომს, ჩეკას მიერ წამოწყებულ ტერორსა და ერთ დრამატულ შემთხვევას, რომელიც ჩეკას ორგანიზებით 1921 წელს მოხდა თბილისში, გერმანიის საკონსულოში. ჩანაწერებს […]