
18 თებერვალს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ქრისტინე მარგველაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს The Role of Religion in Political Transformation process in Orthodox Europe: Case of Georgia and Greece („რელიგიის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში მართლმადიდებელ ევროპაში: საქართველოს და საბერძნეთის შემთხვევა“).
ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
დოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს მართლმადიდებელი ეკლესიების სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოდელის კონცეპტუალიზაციის საშუალებით დესეკულარიზაციის თეორიის ჭრილში შეისწავლოს რელიგიის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში, კერძოდ, რა გავლენას ახდენს მართლმადიდებელი ეკლესია ელექტორატის მობილიზაციასა და სახელმწიფოებრიობის ფორმირებაზე. ნაშრომი ავითარებს ემპირიულ ჩარჩოს, რომელშიც ეგზისტენციალური საფრთხეები და საბჭოთა გამოცდილება არ წარმოადგენს რელიგიურობისა და ეკლესია-სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობის ამხსნელ ცვლადებს, არამედ სახელმწიფოებრიობის დილემას, რომელიც გამომდინარეობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დისკურსიულ ბრძოლაში გამოყენებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმიდან და მართლმადიდებლური ეკლესიის მობილიზაციის ძალას, რომელიც კვებავს მათ ვეტოს მქონე მოთამაშის სტატუსს, წარმოადგენს მართლმადიდებელ ევროპულ სახელმწიფოებში ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობების ფუნდამენტურ საფუძველს, რასაც საბოლოოდ სიმფონიურ იდეალამდე მივყავართ.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 თებერვალი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ , ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026