Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო ვორკშოპი „კოგნიტური და ნეირონული კვლევები ADHD-ის მქონე ბავშვებში“

თებერვალი 17 / 12:00 - 18:30

17 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „კოგნიტური და ნეირონული კვლევები ADHD-ის მქონე ბავშვებში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული პროექტის  „ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კორელატების კომპლექსური კვლევა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებში საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია  ADHD მქონე ბავშვებში კოგნიტური ინტერვენციის ეფექტურობის დადგენა, კომპლექსური შესწავლა, შემდგომი მონიტორინგი ფსიქოფიზიოლოგიური/ნეიროფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მეთოდების  იმპლემენტაციით.

კომბინირებული ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური კვლევები  ხელს შეუწყობს ვალიდური ფსიქოლოგიური/ფსიქოფიზიოლოგიური მოდელების შექმნას;  გააფართოებს შედეგების  მონიტორინგს, რაც  აქტუალურია ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდების  კვლევებში.

ახალი თერაპიული სტრატეგიების დანერგვა პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვებისა და მოზარდების სოციალურ დაცვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციასთან. კვლევის შედეგად შემცირდება სიმპტომების ზრდასრულობაში შენარჩუნების რისკი; ოჯახები და სახელმწიფო დაზოგავს მკურნალობისა და მოვლის ხარჯებს; პედიატრები, ნევროლოგები და ფსიქიატრები მიიღებენ ზუსტ მონაცემებს თავის ტვინის მარეგულირებელი სისტემების დისფუნქციის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ადეკვატურად შეფასდეს თავის ტვინის მარეგულირებელი სისტემების დისფუნქციის ხარისხი ყურადღების კონცენტრაციასთან მიმართებით, განსაკუთრებით ყურადღების  დეფიციტის მქონე ADHD-ის ასაკობრივ ჯგუფებში, რაც საგულისხმოა პედიატრიასა და ნევროლოგიაში, ნეიროგანვითარების სფეროსა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, ასევე  ბავშვთა ფსიქიატრიაში.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: workshopadhd.ge

ფორმატი: ჰიბრიდული

Zoom-ის ბმული: https://bit.ly/4aFSdSt
Meeting ID: 896 1866 7461
Passcode: 728907

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 17 თებერვალი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

პროგრამა.

 

Details

Date:
თებერვალი 17
Time:
12:00 - 18:30
Event Category: