ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტის“ „უკრაინული ბიბლიოთეკის“ წარდგენა

19 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტა“ წარადგენს „უკრაინული ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემულ წიგნებს. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ანტიჰუმანურ შედეგებზე და უკრაინისთვის სოლიდარობისა და […]

სპექტაკლი „თავისუფალი წყვილი”

კომედია 1 მოქმედებად იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. თარგმანი – ვარლამ ნიკოლაძე დადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი – ანუკი ხოშტარია მხატვარი – ანანო ლიპარტელიანი კომპოზიტორი – ირაკლი არეშიძე ქორეოგრაფი – ნანა ბიბილაშვილი ტექნიკური […]

აკაკი შანიძის იუბილე და მზექალა შანიძის მიერ გამოცემული წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენა

ვინფრიდ ბოედერი, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან  დაინტერესდა კავკასიური, განსაკუთრებით კი ქართველური ენებით. სწორედ ამავე პერიოდიდან იწყება ბოედერისა და აკაკი შანიძის მიმოწერა. 1974 წელს საქართველოში პირველად ჩამოსულ ბოედერს სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად, რასაკვირველია, კონსულტაციას აკაკი შანიძეც უწევდა. წიგნი აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფორუმი 2026

4-6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს ტრადიციულ სამეცნიერო ფორუმს, რომელზეც ფართო საზოგადოებას წარუდგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებისა და ინსტიტუტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს. ფორუმი 4 მარტს, 16:00 საათზე, ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში. 5 და 6 მარტს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის G106 დარბაზში უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრები და […]

სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი, კვლევა და პრაქტიკა“

7 მარტს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა (სემთა) და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი, კვლევა და პრაქტიკა“. კონფერენცია ეხმაურება ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპულ დღეს და მიზნად ისახავს პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას, პროფესიული […]

პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“

10 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია  „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“. 1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე, თბილისში დაიწყო ქართველთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრის ახალი პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს. დაიღუპა ორასზე მეტი […]

პროფესორ ჯეიმი ოლსონის საჯარო ლექცია „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“

13 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ჯეიმი ოლსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“. ჯეიმი ოლსონი წმ. მარტინის უნივერსიტეტის (ლეისი, ვაშინგტონი, აშშ) ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი ასწავლის აკადემიურ წერას, თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას თარგმანში. 2022-2023 სასწავლო წელს ფულბრაიტის პროგრამის […]

ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“

25 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“. შეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ […]

ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“

19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. მოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ […]

პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგების წარდგენა

6 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორები ლევან ცაგარელი და სალომე პატარიძე დოქტორანტ ნინო ბოკუჩავასთან ერთად წარადგენენ კვლევის  „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგებს. პროექტის მიზანია შერჩეული ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პოსტსაბჭოთა ხანის ქართულ მწერლობაში საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაციის თავისებურებების შესწავლა და  ამ ნარატივების გავლენის გარკვევა ქართული პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ხელს […]