
7 მარტს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა (სემთა) და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი, კვლევა და პრაქტიკა“.
კონფერენცია ეხმაურება ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპულ დღეს და მიზნად ისახავს პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო მიგნებათა გაზიარებას. კონფერენციის მთავარი თემაა ენისა და მეტყველების თერაპიის ინოვაცია, სიახლეები და მიგნებები. ღონისძიების მონაწილეები:
კონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დისკუსია ენისა და მეტყველების თერაპიაში არსებული გამოწვევებისა და პროფესიის სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
სემთას წევრებისთვის 6 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში (გ. წერეთლის გასასვლელი N1-3) გაიმართება სპეციალური ვორკშოპი, რომელსაც გაუძღვება ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ჟოაო კანოსა დიასი, 20-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ენისა და მეტყველების პორტუგალიელი თერაპევტი.
ინფორმაცია კონფერენციის მომხსენებლებისა და დღის განრიგის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
დასწრების მსურველებს გთხოვთ, 1 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია.
კონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ფეისბუქგვერდებზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 მარტი, 09:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.