Loading Events

« All Events

პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“

მარტი 10 / 19:00 - 20:00

10 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია  „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“.

1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე, თბილისში დაიწყო ქართველთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრის ახალი პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს. დაიღუპა ორასზე მეტი დემონსტრანტი.

დისკუსიის მონაწილეები:

ლევან ავალიშვილი – IDFI

ტიმოთი ბლაუველტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ქეთი სართანია –  თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ირაკლი ხვადაგიანი – სოვლაბის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, მკვლევარი

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი კლდიაშვილი – IDFI

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 10 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
მარტი 10
Time:
19:00 - 20:00
Event Category: