ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“

20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. მოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან

20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ პირველი შეხვედრა გაიმართება არჩილ ქიქოძესთან. დისკუსიაში მონაწილეობენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტები: ლილი წიქარიშვილი, სალომე ხაჭაპურიძე, მარიამ დიხამინჯია და მარიამ ჩუბინიძე. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი […]

„ვორდპრესის პოპულარიზაცია საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“ –WordPress Tbilisi Meetup-ის მეხუთე ღონისძიება

21 მარტს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ WordPress Tbilisi Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ვორდპრესის პოპულარიზაცია საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“ WordPress-ის სააგენტოების დირექტორებთან. დისკუსიის თემები: სად არის WordPress დღეს საქართველოში? WordPress ეკოსისტემის სტრატეგიული განვითარება; შემდეგი ნაბიჯი – WordCamp?! WordPress და AI – მომავლის სტრატეგიული მიმართულებები. შეხვედრა ეწყობა WordPressის დეველოპერებისთვის, სააგენტოების წარმომადგენლებისთვის, ფრილანსერებისთვის, […]

დოქტორანტ ნანა იაშვილის ონლაინლექცია „ჩადებული ცხოვრება“: სახლი, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში“

24 მარტს, 17:00 საათზე, ვენის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, ნანა იაშვილი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ჩადებული ცხოვრება“: სახლი, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში. ღონისძიებაზე მომხსენებელი წარმოადგენს თავისი სადოქტორო პროექტის კვლევით ჩარჩოსა და წინასწარ მიგნებებს. მოხსენება შეეხება საქართველოში კრედიტისა და ვალის სისტემებს, კერძოდ „სახლის ჩადების“ პრაქტიკას. ნაშრომი იკვლევს საცხოვრისის ფინანსურ აქტივად გარდაქმნის პროცესს, სადაც მსესხებლებად […]

მკვლევარ გიორგი ხეოშვილის მოხსენება „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“

26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. მოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962), როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში […]

კავკასიის ეთნობოტანიკის სერია Springer-ის გამომცემლობაში

27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამომცემლობა Springer-ში გამოქვეყნებული სერიის “Ethnobotany of the Caucasus” (რვატომეული) განახლებული გამოცემის პრეზენტაცია. ეთნობოტანიკის სერია სხვადასხვა ქვეყნის 44 ავტორმა შექმნა. რვატომეულის მთავარი ავტორები და სერიის რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრები. კავკასიის ეთნობოტანიკა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო სამეცნიერო სერიაა გამომცემლობა Springer-ში. […]

დოქტორანტ მარიამ ცაავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

30 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ცაავა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „COVID-19 პანდემიის ხანმოკლე და გრძელვადიანი ეფექტები ძილსა და ფსიქოფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატო დარჩია და ასოცირებული პროფესორი თამარ ბასიშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მარტი, 17:00 საათი […]

დოქტორ კონრად შიეკიერსკის მოხსენება „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“

31 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“. მომხსენებელი  განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency), […]

ფილოსოფიური სემინარი − ანა ლომაძის მოხსენება „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“

2 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“. მოხსენება ეხება XIII-XIV საუკუნეების სქოლასტიკოსის, დუნს სკოტის მიხედვით გონების უმაღლეს გამოვლინებას, ინტუიციურ აქტს. ამ დროს გონებას ობიექტი არა შუამავალი […]

პროფესორ გიორგი სანიკიძისა და ასისტენტ-მკვლევარ ნიკო ქელბაქიანის მოხსენება „ირანის კრიზისი: მიზეზები, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“

3 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გაიმართება სხდომა თემაზე: „ირანის კრიზისი: მიზეზები, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“. მოხსენებებს წაიკითხავენ გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, ილიაუნის დოქტორანტი ნიკო ქელბაქიანი. სემინარზე განხილული იქნება კრიზისის […]