Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოქტორ კონრად შიეკიერსკის მოხსენება „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“

მარტი 31 / 17:00 - 18:00

31 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“.

მომხსენებელი  განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency), ასევე აქვთ საკუთარი ცხოვრების ისტორია. დოქტ. კონრად შიეკიერსკი მატერიალური რელიგიის შესახებ არსებულ ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მაგალითებზე დაყრდნობით უპასუხებს შეკითხვებს: რა არის ეს ტექსტები, რას აკეთებს და როგორ უკავშირდება ისინი ადამიანებს.

განხილული იქნება ფენომენი „სახლის წმინდანებისა“, რომელთაც პატივს სცემენ სომხეთის არაოფიციალურ სალოცავებსა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში.

კვლევა ასევე შეეხება ერევანში მდებარე მატენადარანს (მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერთა ინსტიტუტი), სადაც დაცული ზოგიერთი რელიგიური ტექსტი ინარჩუნებს ძლევამოსილ საგან-არსებათა ტრადიციულ როლს და, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის ძვირფასი ნიმუში, იზიდავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მომლოცველებსაც.

კონრად შიეკიერსკის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში (თეოლოგიისა და რელიგიური კვლევების დეპარტამენტი). არის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის თანარედაქტორი, მათ შორისაა: „სომხეთი: თანამედროვე კულტურა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან“ (2014), „სომხები პოსტსოციალისტურ ევროპაში“ (2016) და ჟურნალის Entangled Religions სპეციალური ნომერი „რელიგია და პანდემია“ (2022).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 31 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.