
20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ პირველი შეხვედრა გაიმართება არჩილ ქიქოძესთან.
დისკუსიაში მონაწილეობენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტები: ლილი წიქარიშვილი, სალომე ხაჭაპურიძე, მარიამ დიხამინჯია და მარიამ ჩუბინიძე.
პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.
მოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.