
20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“.
პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.
მოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.
თემები და ავტორები
მოდერატორი – სალომე პატარიძე
ორგანიზატორები – სალომე პატარიძე, თეა თალაკვაძე
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.