Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 27-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

თებერვალი 10 / 19:00 - 20:00

10 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 27-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს განახლებული პროგრამით.

კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები, ქალაქური და საგუნდო სიმღერები, უცხოური ფოლკლორის ნიმუში.

2011 წელს შექმნილი 30-წევრიანი სტუდენტური გუნდი რესპუბლიკური საგუნდო კონკურსისა და სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულია. სხვადასხვა პერიოდში გუნდის წევრებს ჰქონდათ გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში.

გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია.

დრო: 10 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.