10 ივნისს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია International Academic Conference on Social Problems. კონფერენციას აქვს „პანევროპული“ მიმართულება, ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს მისი ჩატარება გადაწყდა საქართველოში ილიას უნივერსიტეტის ეგიდით. კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. პიოტრ ნოვაკოვსკი (რჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი), პროფ. მალხაზ მაყაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, საქართველო). საკითხები: საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებიც იწვევს […]
10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის (მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურება) ნიკოლოზ ქურდიანის საჯარო ლექციაზე: „ლიდერობა 21-ე საუკუნეში “. მომხსენებლის შესახებ ნიკოლოზ ქურდიანი საბანკო ინდუსტრიაში ათ წელზე მეტხანს მუშაობს, აქედან ხუთი წელი –უნიკრედიტჯგუფზე ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. […]
13 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00-დან 18:00 მდე, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის F 104 შეხვედრების ოთახში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა რეზიუმეს შედგენასთან დაკავშირებით. ილიაუნის კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში). შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ […]
11 და 12 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პროფესორი ოლივიე დუვილი გამართავს საჯარო ლექციებს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის კონცეპტებზე. 11 ივნისი, 11:00 საათი დევნილობის კლინიკა დღეს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში 12 ივნისი,17:00 საათი ჯადოქრობისა და მაგიის საკითხი დღეს და გუშინ ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილში მომხსენებლის შესახებ ოლივიე დუვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, პარიზის ნანტერისა და დენის დიდროს უნივერსიტეტების […]
სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (14/06) 13, 14 და 17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღეები. აქციის ფარგლებში ამ სფეროს წამყვანი ორგანიზაციების პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. მათ, […]
11 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდა როდრიგესი. ლექციის თემა: „ავეიროს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიიის ფაკულტეტისა (DECivil-UA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა შენობების საინფორმაციო მოდელირებაზე (BIM)“. მომხსენებლის შესახებ ფერნანდა როდრიგესი უნივერსიტეტში ასწავლის და სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის კურიკულუმების განყოფილებას ხელმძღვანელობს. […]
11 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფლორენციის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის პროფესორი ალესანდრო სიმონი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“. მომხსენებელი შეეხება უცხო ქვეყნების შედარებითი სამართლებრივი პრაქტიკის გამოყენებას პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შედარებითი სამართლის აკადემიური განზომილების მიღმა არსებობს „პრაქტიკული შედარებითი სამართალი“, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნების პოლიტიკურ დებატებში ამ კომპონენტის „საუკეთესო პრაქტიკად“ […]
11 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა განათლების სკოლის სტუდენტებისათვის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურში შემავალი ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 2019 წლის ივლისში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ- მასწავლებელთა შერჩევა. ქვეპროგრამის პოპულარიზაციისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის […]
11 ივნისს,18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ეთნიკური მუსიკის კონცერტი „ფოლკლორულ მოტივებზე“ შემდეგ შემსრულებელთა მონაწილეობით: დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები, ალეკო ხიზანიშვილი, მიხეილ მდინარაძე, „თბილისი“, „ჩვენებურები“, „იალონი“, „ჯორჯიან სიქს“, „სტუმარი“, „დრონი“, „გორდა“. დრო: 11 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/eUzMk მომხსენებლის შესახებ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი კომპანიის „ნატახტარი“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორია; იგი 2016 წლიდან არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“. საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ […]
12-13 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ გერდ მორგენთალერის (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია) საჯარო ლექციები თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“. ლექციები ითვალისწინებს სამართლის სტუდენტებისათვის ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პირველ ყოვლისა, საუბარი შეეხება ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, გაანალიზებული იქნება ევროპულ ხელშეკრულებათა ძირითადი იდეები, რასაც მოყვება ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების, მათი კომპეტენციებისა და ურთიერთმიმართებების მიმოხილვა. […]
13 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში გაიმართება პოლონეთის კაზიმირ ვიელკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც გაუძღვება უნივერსიტეტის პროფესორი აგნეშკა რიპელი. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სახალისო მეთოდით დაეუფლონ პოლონური ენის საბაზისო ელემენტებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია პოლონური კულტურისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ. დრო: 13 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის […]
13 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის, ალექსანდრე ონოფრიშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს მთის კურორტების განვითარება და გამოწვევები“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 13 ივნისს, 12:00 საათამდე, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/QvGQdvtJcEc9zzbk7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო […]
13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. თემის მოკლე მიმოხილვა ორგანოების რეგენერაციის თვალსაზრისით ენდოგენული ღეროვანი უჯრედების აქტივაცია ალოგენური/ავტოლოგური ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან შედარებით უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია. ბუნებრივია, ადგილობრივი ენდოგენული უჯრედები აქტიურად […]
13 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე. გამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც […]
13 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“. თემის მოკლე აღწერა ანტიკური მითოსი დღემდე პირდაპირ და არაპირდაპირ უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანზე. პირდაპირ გავლენაში იგულისხმება ანტიკური მითების დღევანდელი სიცოცხლე. ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გაცილებით უკეთ იციან ანტიკური მითოსის სამყარო, ვიდრე საკუთრივ […]
ხუთშაბათს, 13 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ე. წ., Road Movie-ის, „დედაშენიც ასევე“ (Y Tu Mama Tambien). ორი ახალგაზრდა მეგობარი უფროს ქალთან ერთად გადაწყვეტს თავგადასავლების საძიებლად მოგზაურობას. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: ალფონსო კუარონი წელი: 2001 ხანგრძლივობა: 1 საათი, 46 წუთი გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური […]
14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება 9 წლის ვუნდერკინდის, კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი. პროგრამაშია ბახის, შოსტაკოვიჩის, ლიგეტის, იანაჩეკის, ბერგისა და თვითონ ცოტნე ზედგინიძის კომპოზიციები. ცოტნეს პედაგოგია მისი ბებია, ილიაუნის პროფესორი ნინო მამრაძე. კონცერტი ეძღვნება ცოტნეს დედას, ირინა სულხანიშვილს. დრო: 14 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის […]
14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეორმოცე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]