Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია „ლიდერობა 21-ე საუკუნეში“

ივნისი 10, 2019 / 17:00

10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის (მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურება) ნიკოლოზ ქურდიანის საჯარო ლექციაზე: „ლიდერობა 21-ე საუკუნეში “.

მომხსენებლის შესახებ

ნიკოლოზ ქურდიანი საბანკო ინდუსტრიაში ათ წელზე მეტხანს მუშაობს, აქედან ხუთი წელი –უნიკრედიტჯგუფზე ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. თიბისი ბანკამდე, 2014 წელს, იყო კასპი ბანკის – ყაზახეთის წამყვანი საცალო ბანკის – მმართველი დირექტორი. 2007 წელს, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის მიღებამდე, მუშაობდა საცალო საბანკო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელად ბანკ „რესპუბლიკა საქართველოში“, სოსიეტე ჟენერალ ჯგუფში. ასევე ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში (2003-2006 წლებში). ნიკოლოზ ქურდიანს აქვს გამოცდილება აკვიზიციის შემდგომ ინტეგრაციასა და რესტრუქტურიზაციაში, ასევე საცალო სეგმენტისა და მცირე და საშუალო საწარმოთა საბანკო მომსახურებაში. 2008-2010 წლებში იყო გაყიდვების მხარდაჭრის უფროსი ექსპერტი UniCredit Group-ში, Bank Austria-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საცალო მოსახურების განყოფილებაში, სადაც თურქეთზე, ყაზახეთზე, უკრაინასა და სერბეთზე იყო პასუხისმგებელი. 2010-2013 წლებში საცალო განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა ყაზახეთში UniCredit Group-ში, ATF Bank-ში; ნიკოლოზმა 2007 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) მიიღო IE ბიზნესსკოლაში. ასევე ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო გერმანიაში, Ruhr-University Bochum-ში და კავკასიის ბიზნესსკოლაში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 10 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/qpT8R8BwoYpfH8NS9

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი

დრო: 10 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 10, 2019
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: