
სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (14/06) 13, 14 და 17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღეები.
აქციის ფარგლებში ამ სფეროს წამყვანი ორგანიზაციების პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
მათ, ვინც საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 65 წლამდე ნებისმიერი ადამიანი, თუ:
დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი, მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად კი მას მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლები აბარებს. სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:
__________
სისხლის აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 13, 14 და 17 ივნისს.
13 ივნისი:
აუდიტორია: A კორპუსის II სართულის დერეფანი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დრო: 10:00-17:00 საათი
14 და 17 ივნისი:
აუდიტორია: E207 (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
დრო: 10:00-17:00 საათი
აუდიტორია: A კორპუსის II სართულის დერეფანი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დრო: 10:00-17:00 საათი
დარეგისტრირდი წინასწარ: http://bit.do/uangarodonacia
აქციაში მონაწილე ორგანიზაციები:
მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
ნიუ ჰოსპიტალსი
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი
ნაციონალური სისხლის ბანკი
გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!
#გადაარჩინესიცოცხლე
[wpai_display_imported_files_here]