„მულტი-ომიკების“ მონაცემთა ანალიზის ორდღიანი ინტენსიური კურსის „ომიკების მონაცემთა ინტეგრაცია“ – თბილისი,2018 ფარგლებში უცხოელი ინსტრუქტორები წარმოგვიდგენენ მაღალი წარმადობის ბიოლოგიურ მონაცემთა ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ინტეგრაციის პრაქტიკულ მაგალითებს სტატისტიკური პროგრამირების R ენის გამოყენებით. კურსი ფოკუსირებული იქნება ტრანსკრიპტომიკის (RNA-seq), მეთილაციის (Methy-seq) და ქრომატინის შეღწევადობის (ATAC-seq) მონაცემებზე. კურსი ითვალისწინებს რამდენიმე პრაქტიკულ სემინარს, რომელთა ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ რეალურ სირთულეებს. […]
26 ნოემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების ახალი ნაკადისთვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება; შედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა; წაკითხვადი ტექსტის წერა. ტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის […]
26 ნოემბერს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გერმანისტის კოკა ბრეგაძის ლექციაზე: „გოეთე და ნიცშე" მოხსენებაში საუბარი იქნება „ზარატუსტრას“ არაერთ ინტერტექსტუალურ მიმართებაზე გოეთეს „ფაუსტისადმი“ და იმ პოლემიკაზე, რომელსაც ნიცშე უმართავს გოეთეს და მის „ფაუსტს“. ნიცშეს ფილოსოფიურ შემოქმედებაში, კერძოდ, მის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“, მრავალი ინტერტექსტუალური […]
27 ნოემბერს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ილიაუნის ბიზნესის კვლევების ცენტრის, PMC კვლევითი ცენტრის და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კვლევითი ანგარიშების პრეზენტაცია შემდეგ პროექტებზე: „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი - Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ მომხსენებელი: გიორგი ხიშტოვანი, ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, PMC […]
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“. მომხსენებელები: სოფო ჯაფარიძე – პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე […]
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“. მომხსენებელები: სოფო ჯაფარიძე – პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე […]
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საველე არქეოლოგიურ გასვლებს (2 გასვლა) მაგისტრანტებთან ერთად ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქრისტესში. ეს პუნქტი მრავალ არქეოლოგიურ და ლანდშაფტურ მონაცემს აერთიანებს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ანტიკური ხანის მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი ქალაქის ლოკალიზაცია, იმ ქალაქისა, რომელიც რომაელ გეოგრაფოსს, […]
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე „ნადია მურადი – ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“ მომხსენებლები: აგიტ მირზოევი – ადამიანის უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კაპანაძე – ილიაუნის სამართლის სკოლისა და ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტების ოფიცერი. ნადია მურადის ისტორია თანაბრადაა შემზარავი […]
29 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ ისტორიკოსისა და ინდოლოგის, ტილმან კულკეს საჯარო მოხსენებაზე „სახალისო მეცნიერება, ანუ მოგოლთა ხანის (1526-1857) ისტორიოგრაფიული ტექსტების ანალიზისთვის გერმანულენოვანი ეგზეგეტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის სარგებლობის შესახებ" (Die fröhliche Wissenschaft. Oder: Vom Nutzen der deutschsprachigen Exegese und Literaturwissenschaft für die Analyse […]
30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია პროექტის - „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით" შესახებ. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებაზე განხილული იქნება პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი მიგნებები და მიღწეული შედეგები. კონფერენციას გაუძღვება დავით მაისურაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის […]
30 ნოემბერს, 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ანსამბლ „რელიქვიას" კონცერტი. ანსამბლი 4 უსინათლო და 1 დაქვეითებული მხედველობის მქონე მუსიკოსისგან შედგება და ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მიუხედავად არსებობის შედარებით მოკლე პერიოდისა, „რელიქვია" უაღრესად აქტიური და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა. უკანასკნელ წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს შორისაა მონაწილეობა სოლო კონცერტებში, ქალაქ […]
30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეექვსე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]
30 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის 126 და მეტი კრედიტის მქონე სტუდენტებს ვიწვევთ სკოლის დეკანის, პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექციაზე: „კარიერის დაგეგმვა“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 29 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში […]