19 ნოემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება; შედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა; წაკითხვადი ტექსტის წერა. ტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. ტრენინგში […]
19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომების“ პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი მაია ბადრიძე წარადგენს. ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი […]
20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ დირექტორის, ელდარ პირმისაშვილის ლექციაზე: „პერსონალური PR-ის თავისებურებები“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 19ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება, წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას, რომლებსაც ერთი საერთო მიზანი აქვს: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ მსოფლიოში. ილიას […]
20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ''RBG'' კინოჩვენება და დისკუსია. მომხსენებელი: ნინო ბაქაქური – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მოდერატორი: თამარ ბარამაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ფილმი მოგვითხრობს რუთ ბეიდარ გინზბურგზე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალზე, მის რთულ და წინააღმდეგობებით […]
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სტუდენტურ პროექტ „ლიტოდისეის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ ისაუბრებს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მწერალი, მთარგმნელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი. ლექციები საქართველოს 7 ქალაქში ჩატარდება, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისია. პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი. 20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ანა […]
20 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი და ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციას „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი - საქართველოსა და გერმანიას შორის სახელმწიფოებრივი და კულტურული კავშირების კონტექსტში“. დრო: 20 ნოემბერი, სამშაბათი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო […]
21 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ჯანმრთელი გარემოს დაცვის კონსტიტუციური გარანტიები“. მომხსენებლები: გიორგი მუმლაძე - კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი; კახა კერვალიშვილი - იურისტი; გიორგი ფოფხაძე - იურისტი. * "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. […]
22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აღმრადუ ჰორუმბა წაიკითხავს ლექციას თემაზე „სამხრეთის გაზის დერეფანი და მოვლენები კასპიის და შავი ზღვის აუზებში – წარსული, აწმყო და მომავალი“. მომხსნებელი განიხილავს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, სატრანზიტო სტრატეგიულ პროექტებს და მათ გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ ურთიერთობებს. ლექციის […]
22 ნოემბერს, 19:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში A101 არასამთავრობო ორგანიზაცია „ASCN ალუმნი ქსელი“ იწვევს სოციალურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და პოლიტიკის მკვლევრებს სადისკუსიო შეხვედრაზე „აგვისტოს ომი ათი წლის შემდეგ“. შეხვედრაზე განვიხილავთ რუსული აგრესიის ბუნებას „ჰიბრიდული ომის“ ცნების ქვეშ, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიის ეფექტურობის საკითხს და აგვისტოს ომის გარშემო არსებულ სოციალურ დისკურსს. დისკუსიის თემები: ომის მეხსიერების მოდელები საქართველოში და სტალინის მიერ […]
22 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტებისთვის, რომლებსაც 126-ზე მეტი კრედიტი აქვთ, ჩატარდება „ვიონი საქართველოს“ – VEON Georgia-ს (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრის, სოფიო ბალავაძის საჯარო ლექცია. თემა: ვირჩევთ თუ არა პროფესიას, თუ ის გვირჩევს ჩვენ? შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა 22 ნოემბრის […]