ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. კლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების […]
16 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 70, 80, 80+ კგ. მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება– 3 კგ. მონაწილეთააწონადაკენჭისყრაგაიმართებაღონისძიებისჩატარებისადგილზეშეჯიბრებისდაწყებამდე 1 საათითადრე. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა […]
3 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ზემო იმერეთის ორთვალას კლდის მღვიმეში ილიაუნის არქეოლოგების ჯგუფის ახალი აღმოჩენების პრეზენტაცია. ზემო იმერეთის ორთვალა კლდის ერთ-ერთი მღვიმური სადგომის თანამედროვე მეთოდებით კვლევისას ილიაუნის არქეოლოგთა ჯგუფმა პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ჰომო-საპიენს საპიენსების ნაშთები ნეანდეტალელების ნაშთებთან ერთად. მეცნიერების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიასა […]
3 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ პრეზენტაციაზე. ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. შთამბეჭდავი ილუსტრაციები და პატარა მკითხველებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი საინტერესო ამბები ნებისმიერ ბავშვსა თუ მშობელს […]
4 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ლიტერატურის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ქართული დამწერლობის არტეფაქტები და ქრისტიანობის მიღება; ხალხური პოეზიის წარმართული ასპექტები; ქრისტიანული ნეოპლატონიზმისა და აღმოსავლური პოეტური სტრუქტურების შეხვედრა „ვეფხისტყაოსანში“; თანამედროვე ევროპული ლიტერატურის გავლენები-- დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის […]
5 დეკემბერს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა". ლექციას გაუძღვება ზაგრების უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინა მილკოვიჩი. შეხვედრა განკუთვნილია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროსა და ლინგვისტიკაში მომუშავე ადამიანებისათვის, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) […]
5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინა პერტენავას ლექციაზე „PR-ის ფსიქოლოგია“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 4 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 5 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარი სოსო ბოჭორიშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეხუთე ლექციას თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“. ლექციის ძირითადი თემებია: ცხოველებში გავრცელებული დაავადებების - ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“. მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური აშლილობების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, მოდელებსა და მეთოდებზე, კერძოდ, დაავადებების ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე, ფსიქოლოგიურ თერაპიებზე, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკაზე, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენებასა და დისკუსიაზე. „მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად […]
6-11 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება. კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში ეწყობა. მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვირეულის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებების განრიგი: ➤დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება […]
7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პირველად ჩატარდება სკოლების გამოფენა. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის სხვადასხვა სივრცეში დამთვალიერებლებს შემეცნებით-გასართობ ინტერაქტიულ სამეცნიერო აქტივობებს შესთავაზებს. პროგრამა გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის დამთვალიერებლებისთვის. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა: ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სტენდთან 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდეთ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა […]
7 დეკემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ფლორიან მიულფრიდის საჯარო ლექციაზე „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“. ფლორიან მიულფრიდის ლექცია მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იქნება უნდობლობის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ძირითადად შეგროვებულია აფხაზეთში, კავკასიაში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების გამო უნდობლობა დიდწილად ყოველდღიური ცხოვრების არსებითი და […]
7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C318 აუდიტორიაში ანთროპოლოგი ანდრეა ვაისი წარადგენს კვლევას „საზღვრისპირა პრაქტიკა აფხაზეთსა და აჭარაში თურქეთის როლის გათვალისწინებით: ტრანსსასაზღვრო პროცესები და პოლიტიკური სივრცის (რე)კონფიგურაცია კავკასიაში“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 7 დეკემბერი, 19.00 საათი ადგილმდებარეობა: C318 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
7 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეშვიდე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]
7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს „მდგომარეობებს შორის“. ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა ტემპმა, კომუნიკაციების დღემდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის სიჭარბემ გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალ […]
7 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია. პრეზენტაცია მიზნად ისახავს, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში. პრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით, რომელსაც ექნება […]
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“. მისი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. მასზე საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხი მასწავლებელი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს იმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი“. ლექციას გაუძღვებიან toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი, ფრილანსერი სანდრო […]