Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

დეკემბერი 8, 2018 / 11:00

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“. მისი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. მასზე საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხი მასწავლებელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს  „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება.

დრო: 8 დეკემბერი, 11.00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 8, 2018
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: