Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ანსამბლ „რელიქვიას” კონცერტი

ნოემბერი 30, 2018 / 18:00

30 ნოემბერს, 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ანსამბლ „რელიქვიას” კონცერტი. ანსამბლი 4 უსინათლო და 1 დაქვეითებული მხედველობის მქონე მუსიკოსისგან შედგება და ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მიუხედავად არსებობის შედარებით მოკლე პერიოდისა, „რელიქვია” უაღრესად აქტიური და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა. უკანასკნელ წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს შორისაა მონაწილეობა სოლო კონცერტებში, ქალაქ თესალონიკში (საბერძნეთი) ანსამბლ „მამულის“ მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გამართულ კონცერტში, ფესტივალ „არტგენში”, მესამე სამყაროს სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში “Sound of the Heart”, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეისადმი მიძღვნილ პროექტში „ხელები”, საქველმოქმედო კონცერტში „თბილისური გაზაფხული“ და სხვ.

დრო: 30 ნოემბერი, 18.00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 30, 2018
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: