12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. 2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. კვირეულის ფარგლებში 12-18 […]
12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი პაულინა რიტკონენი არის შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომიკურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს მეწარმეობას, ინდუსტრიის გარდაქმნის მეცნიერებებსა […]
12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი. სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოების ელჩები საქართველოში: ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო; ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევა; გერმანიის ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში მიხაელ ფაბრი; დიდი […]
12 ნოემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ შეხვედრაზე მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან. სტუმრები ისაუბრებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სერიაზე „აკრძალული მეხსიერება“. საგამომცემლო სერიის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები ამ პერიოდის თანამედროვე მოწმეთა მეხსიერებით, მონათხრობითა და განცდილით შეავსოს. 2018 წელს ამ სერიით, რომელიც მოგონებებსა და დღიურებს აერთიანებს, […]
13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public. მომხსენებლის შესახებ დოქტორი ლარს ვიგერლანდი, შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, არის ბიზნესმენი, ინვესტორი, კონსულტანტი და რამდენიმე საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. […]
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“. მომხსენებლის შესახებ დავით ჩეჩელაშვილი არის მეწარმე და 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან, […]
14-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FablabIliauni) გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ატარებს მეიქათონს „იდეიდან ბიზნესამდე“ მეიქათონის მიზანია მონაწილე გუნდების ბიზნესიდეებისა და პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს. I ეტაპი – რეგისტრაცია 13 ნოემბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმა. II ეტაპი – საინფორმაციო შეხვედრა, 14 […]
19 ნოემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება; შედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა; წაკითხვადი ტექსტის წერა. ტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. ტრენინგში […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“. მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე, პარადიგმების ცვლილებასა და რყევაზე იზოლაციასა და ანტიფსიქიატრიულ პოლუსებს, ასევე ბიოლოგიურ და სოციალურ მოდელებს შორის; ფსიქიკური ჯანმრთელობის […]
14 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“ სტარტაპის დაწყებისას საშუალო სტატისტიკით სტარტაპების 90-95% კრახს განიცდის, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ადამიანები, ვინც სტარტაპის შექმნას ცდილობენ, წარუმატებლობის შემდეგ ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც კიდევ ცდილობენ რაიმე ინოვაციურის შექმნას და ისინი, ვინც ხელს ჩაიქნევენ მეწარმეობაზე […]
16 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 12 მოხსენება თანამედროვე ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელთა კვლევა უშუალოდ საქართველოში ხორციელდება. მოხსენებათა სპექტრი ფართოა და მოიცავს მოლეკულურ მიკრობიოლოგიას, ბიოინფორმატიკას, მოლეკულურ კარდიოლოგიას და ნეიროქიმიას. კონფერენციის პროგრამა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში დრო: 16 ნოემბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 […]
16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „თამაზ ახობაძე – სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე." ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ. მომხსენებელი – იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე. საჯარო ლექციას მოდერირებას გაუწევს სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი. დრო: 16 ნოემბერი, 17:00 საათი […]
16-18 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ''Launch 72''. ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეზღუდულ დროში, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე. ღონისძიების […]
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. თითოეულ გამომსვლელს 15 წუთი ექნება იმისათვის, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს […]
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეხუთე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
16 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ირინა კვახაძის საჯარო ლექციაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) სასარგებლოა. საქართველოშიც?“ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 15 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო […]