გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 12-18 ნოემბერი, 2018

12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში […]

საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო […]

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი. სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოების ელჩები საქართველოში: […]

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან

12 ნოემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ შეხვედრაზე მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან. სტუმრები ისაუბრებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სერიაზე „აკრძალული […]