5 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ ნინო სადღობელაშვილთან შეხვედრაზე. ნინო ავტორია რამდენიმე პროზაული კრებულის – ბამბაზიის სამოთხე (2006), იასამნის სეზონი (2013) – და ლექსების კრებულებისა: შუაღამის იავნანა (2008) და ფრთები და ხელები (2011). წიგნები „ინტელექტმა“ გამოსცა. 2013 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: თავშესაფარი, ორსული და წამი იქა, წამი აქა. სულ ახლახანს მისი მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“ კორეულ […]
6 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიტერატურისა და მწერლების როლი თანამედროვე ქართულ სოციალურ ცხოვრებაში “. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: 2018 წლის ფრანქფურტის „ბუხმესე“ და მისი გრძელვადიანი შედეგების მოლოდინი; პოლიტიკა და ლიტერატურა 2018 წელს საქართველოში. დრო: 6 ნოემბერი, სამშაბათი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ […]
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა“. საჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ორგანიზებით ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „დაასრულე ძალადობა“ ფარგლებში. პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური […]
7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ რებეკა კიმის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“. ჩინური დამწერლობის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია და მას არაერთი სამეცნიერო ჰიპოთეზა უკავშირდება, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ, რთული ისტორიულ-ეტიმოლოგიური პროცესების მიუხედავად, ჩინურმა სიმბოლოებმა დღესაც შეინარჩუნეს გარკვეული მნიშვნელობა. არის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს ამ კურსის მეოთხე ლექციას თემაზე: ,,ცხოველთა კონსერვაცია“ ლექციის ძირითადი თემებია: ცხოველების გადაშენება; სახეობებზე მოქმედი საფრთხეები; EX-SITU და IN SITU კონსერვაცია; რეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული […]
7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დაასრულე ძალადობა“. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის […]
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. თითოეულ გამომსვლელს 15 წუთი ექნება იმისათვის, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს […]
8-11 ნოემბერს „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის დღეები, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს 70%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. კატალოგი იხილეთ ბმულზე. დრო: 8-11 ნოემბერი, 10:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონი (ა. წერეთლის გამზ. N118) წიგნის დღეებზე დასწრების საფასურია 2 ლარი, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ბილეთი უფასოა.
8 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება სტილიანოს კოლორისის პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“. სტილიანოს კოლორისი, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) სამეცნიერო თანამშრომლობის (AFSCO) ოფიცერი, ხელმძღვანელობს ევროპის სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების პროგრამას და პასუხისმგებელია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. EFSA-ს საქმიანობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ევროპის საკანონმდებლო და აღმასრულებელი […]
8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს ავტორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე. სპიკერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი თამარ ცოფურაშვილი ადამიანს რწმენის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ხშირად ისეთ პირობებში უწევს, როცა […]
9 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დისკუსიაზე „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე”. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებას. უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრებს გამომძიებელი ჟურნალისტი, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის“ წარმომადგენელი არტემ ბაბაკი, ხოლო […]