
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა“.
საჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ორგანიზებით ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „დაასრულე ძალადობა“ ფარგლებში. პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას, აქტიურად არიან ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები.
მომხსენებლის შესახებ
თინათინ ჭინჭარაული არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. თინათინ ჭინჭარაული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ბავშვის განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
2000 წლიდან მუშაობს როგორც პრაქტიკოსი კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; არის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარე; სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, გამოდის ტელე და რადიოეთერით. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.
დრო: 7 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]