15 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი უმასპინძლებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, არად ბენკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე: „ავსტრიის გზა ევროკავშირამდე - 1955 წლის სახელმწიფო ხელშეკრულებიდან დღემდე“. მომხსენებლის შესახებ არად ბენკო სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში (King’s College London, 1991-1992) და ბრუგეს ევროპის სამაგისტრო კოლეჯში (College of Europe, 1996/1997), ხოლო […]
15 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ " საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ქვემო ქართლის მხარის ფასილიტატორი, რევაზ ეგაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "თვითმმართველობის არჩევნების თავისებურება“. შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო […]
16 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, არჩილ მაღალაშვილთან. შეხვედრის თემა: ,,წყალქვეშა ჰიდროთერმული აქტივობა - გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების ახალი ბუნებრივი ლაბორატორია" გასული საუკუნის 70-იან წლებში ოკეანეების ფსკერზე მაღალტემპერატურული ჰიდროთერმული მძლავრი გამოსავლების და მათთან დაკავშირებული ფართო სპექტრის გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების აღმოჩენამ […]
16 მაისს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიან) კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი. კურსის ღირებულება: თითოეული კურსის (მოიცავს 3 თვეს) ფასია 444 ლარი. დრო: 16 მაისი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. […]
16 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეშვიდე ლექციის თემაა: „პოეზია და დრამა“. ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძველი ბერძნული დრამა და მისტერიები; ჰომეროსის „ილიადა“ და მისი სტრუქტურა; ხელოვნებათა ერთიანობა […]
17 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც გაუძღვებიან სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA - Association of Chartered Certified Accountants) ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ელენა ნაუმენკო, და BDO აკადემიის მენეჯერი, თინათინ იზორია. BIG 4-ის კომპანიებში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ელენა ნაუმენკო, რომელიც სერტიფიცირებულ ნაფიც […]
17 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ ილიაუნის სტუდენტებისა და პერსონალისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. შეხვედრის ენა: ინგლისური დრო: 17 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
17 მაისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი", ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, იაპონიის ელჩის მრჩეველი, ტომონორი ჰასეგავა, წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემაა: „კანონიერების კულტურა იაპონურ საზოგადოებაში“. ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულად) დრო: 17 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
17 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ლევან ცაგარელის ლექციაზე "Subversive Macht der Frau in Friedrich Dürrenmatts Der Besuch der alten Dame" (ქალის სუბვერსიული პოტენციალი ფრიდრიჰ დიურენმატის პიესაში მოხუცი ქალის სტუმრობა). მეოცე საუკუნის შვეიცარიულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ორმა მწერალმა — მაქს ფრიშმა და ფრიდრიჰ დიურენმატმა. პირველისგან განსხვავებით ქართულ აკადემიურ სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა […]
2017 წლის 18 მაისს, 12:00 საათზე, ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ევროპულ სკოლასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით აწყობს მასწავლებელთა ყოველწლიურ სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას. ამჯერად კონფერენციის თემაა „წარმატებული სასკოლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისთვის“. აღნიშნული კონფერენცია 2015 წლიდან ტარდება ყოველწლიურად. კონფერენციის დღის […]
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი" საჯარო ლექციას ჩაატარებენ ისტორიკოსები ბექა კობახიძე და ლაშა ბაქრაძე. ლექციის თემა: ,,საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები". ლექცია ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. დრო: 18 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ,,ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლის თემაა: „ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები“. სკოლა ჩატარდება 2017 წლის 27 -31 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ცენტრის ბაზაზე. სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქოთერაპევტები და ამსტერდამის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფსიქოანალიტიკოსები: იაკობ უბელსი - საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი, ნიდერლანდების […]
19 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „NDI საქართველოს“ ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი, სტუდენტებს 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გააცნობს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული მიგნებები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. დრო: 19 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), […]
19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს კომპანია ფილიპ მორისის კორპორაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნონა მამულაშვილი. ლექციის თემაა: კარიერა გლობალურ კორპორაციებში“. დრო: 19 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. 2017 წელი