24 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ცა და ციური სხეულები ქართულ მითოლოგიაში; მზე და მთვარე ხალხურ პოეზიაში; ცა და მზის სისტემა „ვეფხისტყაოსანში“; მზისა და მთვარის პოეტები; მზე […]
2017 წლის 25 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრს (S501-502 აუდიტორიები) ესტუმრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის პირველი მოადგილე, სტეფანო კრეშენცი, და იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, ნინო კილოსანიძე. ღონისძიების ფარგლებში, იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტები და პედაგოგები წარმოადგენენ კარლო გოლდონის სპექტაკლს „Gl`innamorati“. სპექტაკლის რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი, ნანა ლომია. […]
26 იანვარს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ნიუ ჰოსპიტალსი“ იღებენ ვალდებულებას, ერთობლივი ძალისხმევით მოახდინონ C ჰეპატიტის პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის პრომოცია და, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სათანადო საინფორმაციო მასალის გავრცელებით, უზრუნველყონ სისხლის უანგარო დონაციის შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტთა/თანამშრომელთა ინფორმირება […]
26 იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩატარდება გერმანელი ისტორიკოსისა და კულტურის ისტორიის პროფესორის, მათიას თეოდორ ფოგტის, საჯარო ლექცია: „უნდა იყოს თუ არა ინტერკულტურულობის კვლევა ინტერდისციპლინური?“ (Ought We to Tackle Research on Interculturality in an Interdisciplinary Approach?) მომხსენებლის შესახებ გერმანელი პროფესორი, დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი (Matthias Theodor Vogt) კულტურული ინფრასტრუქტურის საქსონური ინსტიტუტის […]
27 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობას” წარმომადგენელი დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქვიარ-აქტივიზმის გამოცდილება საქართველოსა და დასავლეთში“. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ქვიარი“ ჯერაც ბუნდოვანებით არის მოცული, თანამედროვე ლგბტ აქტივისტები აქტიურად ცდილობენ მის დამკვიდრებას სამოქალაქო ლექსიკონში. იმისათვის, რომ […]