
26 იანვარს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ნიუ ჰოსპიტალსი“ იღებენ ვალდებულებას, ერთობლივი ძალისხმევით მოახდინონ C ჰეპატიტის პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის პრომოცია და, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სათანადო საინფორმაციო მასალის გავრცელებით, უზრუნველყონ სისხლის უანგარო დონაციის შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტთა/თანამშრომელთა ინფორმირება დაგეგმილ აქტივობებში მათი ჩართვის მიზნით.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის თანამშრომლები ადგილზევე ჩაერთვებიან სისხლის უანგარო დონაციის აქციაში.
დრო: 26 იანვარი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: „ნიუ ჰოსპიტალსის“ საკონფერენციო დარბაზი (კრწანისის ქუჩა №12)
[wpai_display_imported_files_here]