16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე, საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნება. ლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებს. გარდა ამისა, VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში, […]
18 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს […]
18 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ეკონომისტი ირაკლიყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში. დრო: 18 იანვარი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
20 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მზექალა შანიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც მზექალა შანიძისა და მისი მეგობრების, ვახუშტი კოტეტიშვილის, ლექსო ჭინჭარაულის და სხვების, კაფიებია შესული. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დამსწრე აუდიტორიას წარუდგენენ: მზექალა შანიძის აუდიოჩანაწერის ტექსტს, ანოტირებულს თანამედროვე ლინგვისტური პროგრამებით: Praat-ი, […]