
24 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ცა და ციური სხეულები ქართულ მითოლოგიაში; მზე და მთვარე ხალხურ პოეზიაში; ცა და მზის სისტემა „ვეფხისტყაოსანში“; მზისა და მთვარის პოეტები; მზე და გალაკტიონი.
დრო: 24 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]